Lefzin tab 750mg #7

Lefzin tab 750mg #7

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - levofloxacin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატები
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: ლევოფლოქსაცინის ჰემიჰიდრატს, 500 მგ ან 750 მგ ლევოფლოქსაცინის ეკვივალენტურს; საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E171).

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ათქ-კოდი: J01MA12.

ჩვენება:
ლეფზინი გამოიყენება მოზრდილებში ლევოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ისეთი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების სამკურნალოდ, როგორებიცაა:
• მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
• ქრონიკული ბრონქიტის ბაქტერიული გამწვავებები;
• არაჰოსპიტალური პნევმონია;
• ნოზოკომიალური პნევმონია;
• საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები;
• საშარდე გზების გართულებული ინფექციები პიელონეფრიტის ჩათვლით;
• ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
• კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები;
• კანის და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციები;
• ინჰალაციური ჯილეხი (პათოგენთან კონტაქტის შემდეგ).
ლეფზინი ბავშვებში ინიშნება 6 თვის ასაკიდან ინჰალაციური ჯილეხის პრევენციის მიზნით პათოგენთან კონტაქტის შემდეგ.
ლეფზინი ინიშნება ფტორქინოლონებისთვის შემუშავებული გაიდლაინების შესაბამისად.

მიღების წესი და დოზირება:
ლეფზინი მიიღება დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით ჭამის დროს ან კვებათა შორის შუალედებში. შესაძლებელია 500 მგ-იანი ტაბლეტის ჭდეზე გაყოფა. რკინის მარილების, ანტაციდებისა და სუკრალფატის მიღების შემთხვევაში ლეფზინი მიიღება 2 სთ-ით ადრე ან 2 სთ-ით გვიან, რადგან ჩამოთვლილი პრეპარატები ამცირებენ ლევოფლოქსაცინის შეწოვას
ლეფზინი მიიღება ერთხელ ან ორჯერ დღეში. დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის სიმწვავესა და გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე (იხ. ქვემოთ მოცემული ცხრილი). ლეფზინის მიღება, ანტიბიოტიკოთერაპიის ზოგადი პრინციპის შესაბამისად, გრძელდება პაციენტის აფებრილურობისა და ბაქტერიის ერადიკაციის დადასტურების შემდეგ მინიმუმ 48-72 სთ.

უკუჩვენება:
• მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, მისი შემადგენელი რომელიმე კომპონენტის ან სხვა ქინოლონების მიმართ;
• ეპილეფსია;
• ანამნეზში ფტორქინოლონების მიღებით გამოწვეული მყესების დაზიანება;
• 6 თვემდე ასაკის ბავშვები;
• ორსულობა და ძუძუთი კვება.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
levofloxacin
Dose
750მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
7
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page