Dimedrolum tab 50mg #10
Dimedrolum tab 50mg #10

Dimedrolum tab 50mg #10

უკრაინა

დარნიცა
About Product
მოქმედი ნივთიერება: დიფენჰიდრამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი


ჩვენება: • ძილის რიტმის დარღვევა (მონოთერაპია ან საძილე საშუალებებთან კომბინაციაში);

• ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, თივის ცხელება, ანგიონევროზული შეშუპება);

• ალერგიული კონიუნქტივიტი;

• ვაზომოტორული რინიტი;

• ჰემორაგიული ვასკულიტი;

• შრატის დაავადება;

• დერმატოზები;

• ქორეა;

• ზღვის დაავადება;

• მენიერის სინდრომი;

• პრემედიკაცია.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება პერორალურად. მოზრდილებში: 1 ტაბლეტი (50მგ) 1-3-ჯერ დღე-ღამეში. საძილე საშუალების სახით - 1 ტაბლეტი (50მგ) ძილის წინ. უმაღლესი ერთჯერადი დოზაა 1 ტაბლეტი (100მგ), უმაღლესი სადღეღამისო დოზა – 5 ტაბლეტი (250მგ). ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1/3 ან 1/2 ტაბლეტი (15-25მგ) 1-3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-15 დღე.

უკუჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია, გლაუკომა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, შარდის ბუშტის სტენოზი, ბრონქიალური ასთმა, ეპილეფსია, მომატებული მგრძნობელობა დიფენჰიდრამინისადმი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დიფენჰიდრამინი გამოიყენება სიფრთხილის დაცვით მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი დედისათვის აჭარბებს ნაყოფისათვის ან ბავშვისთვის მოსალოდნელ რისკს.
შენახვა: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, არაუმეტეს 25რC ტემპერატურის პირობებში ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა 3 რეცეპტით (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა ურეცეპტოდ).
Show More
More Info
Brand
დარნიცა
Country
უკრაინა
Generic
diphenhydramine
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page