Dimedrol LMP gel 1% 30gr #1
Dimedrol LMP gel 1% 30gr #1

Dimedrol LMP gel 1% 30gr #1

ლატვია

ლმპ
About Product
შემადგენლობა

1გ. გელი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (mnn Diphenhydramini hidrochloridum) – 10მგ.

დამხმარე ნივთიერებები: შარდოვანა, ეთილის სპირტი 96%, ტრომეტამოლი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, კარბომერი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), გასუფთავებული წყალი.

სამკურნალო ფორმა

გელი გარეგანი გამოყენებისათვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰისტამინური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის.

ათქ კოდი: D04AA32

ფარმაკოლოგიური თვისებები

დიმედროლი ლმპ, გელი 10მგ/გ წარმოადგენს ანტიჰისტამინურ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქავილის საწინააღმდეგოდ.

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) წარმოადგენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების პირველი თაობის ბლოკატორს, გამოხატული ანტიჰისტამინური აქტიურობით.

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ქავილს, შეშუპებას, ჰიპერემიას. დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს ასევე გააჩნია ანტიალერგიული და ადგილობრივი გამაყუჩებელი ეფექტი.

დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ გამაყუჩებელ საშუალებას, რომელიც ამცირებს თანმხლებ ქავილს და ტკივილის შეგრძნებას.

ჩვენება

სხვადასხვა წარმოშობის კანისა და ლორწოვანი გარსის ქავილი: კანის ალერგიული რეაქციები, I ხარისხის მზის და თერმული დამწვრობები, მწერების ნაკბენები, ჭინჭრის ციება, ეგზემა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ჩუტყვავილა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან სხვა დამხმარე ნივთიერებების მიმართ. არ გამოიყენოთ თვალის ქავილის დროს.

დამტკიცებულია დიფენჰიდრამინისა და პორფირიის (Porphyria) გამწვავების ურთიერთკავშირი, ამიტომ რეკომენდებული არაა პრეპარატის მიღება ამ კატეგორიის პაციენტებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები

დიმედროლი ლმპ, გელი 10მგ/გ, გათვალისწინებულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. გელის გამოყენების შემდეგ, არ შეიძლება ოკლუზიური ნახვევის დადება.

უნდა მოერიდოთ გელის თვალში მოხვედრას, ვინაიდან გელი იწვევს გაღიზიანებას. თუ ეს მოხდა, დაიბანეთ თვალი ჭარბი რაოდენობის თბილი წყლით.

2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჩუტყვავილით დაავადებულ ბავშვებში გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის ნებართვით.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება, მხოლოდ შესაძლებელი რისკის ფაქტორის გულდასმით შესწავლის შემდეგ და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

პრეპარატის ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე

გელი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და რთული მექანიზმების მართვის უნარზე.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება

პერედოზირება

არ მოიპოვება ინფორმაცია პერედოზირების შესახებ

გამოყენების წესი და დოზირება

დაიტანეთ გელი თხელ ფენად პრობლემურ ზედაპირზე და შეიზილეთ კანში. პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არა უმეტეს 7 დღისა.

ხანგრძლივი გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია კანის გამაღიზიანებელი და მასენსიბილირებელი (ალერგიული) ზემოქმედება კანზე, ან ლორწოვან გარსზე (სიწითლე, ანთება). ასეთ შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ გელის გამოყენება. შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს, ისეთი გვერდითი ეფექტების აღმოჩენის შესახებ, რომლებიც არაა მოცემულ ინსტრუქციაში!

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ!

შენახვა

შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას

ტემპერატურაზე არა უმეტეს 25C. დაიცავით სინესტისაგან,

შეინახეთ მზის პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლმპ
Country
ლატვია
Generic
diphenhydramine
Dose
1%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page