Majezic-Sanovel tab 100mg #30
Majezic-Sanovel tab 100mg #30

Majezic-Sanovel tab 100mg #30

თურქეთი

სანოველი
About Product
საერთაშორისო დასახელება - flurbiprofen
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები → არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები სისტემური გამოყენებისათვის → პროპიონის მჟავას წარმოებული პრეპარატები გამოხატული ანალგეზიური ეფექტით
შემადგენლობა
ტაბლეტები------------------------ 1 ტაბ
ფლურბიპროფენი --------------100 მგ
სხვა ინგრედიენტები: ტიტანის დიოქსიდი

ჩვენებები
• თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია;
• დისმენორეა;
• რევმატოიდური ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილიზებული სპონდილიტის, მწვავე პოდაგრული ართრიტის, ართრალგიის, ართროზის, მწვავე რადიკულიტის და ლუმბაგოს გადაუდებელი და ხანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობა;
• პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ქირურგიული ოპერაციებისა და რბილი ქსოვილების ტრავმებისას;
• პრეპარატი ნაჩვენებია ტკივილისა და ანთების სიმპტომების შემსუბუქების მიზნით ოტორინოლარინგოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზები:
ერთჯერადი დოზა შეადგენს 50 – 200 მგ-ს.
დისმენორეა:
საწყისი დოზაა 100მგ, შემდგომში 50 ან 100მგ ყოველ 4-6 სთ-ში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ აღემატება 300მგ-ს.
15 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის მიღება არარეკომენდებულია, ვინაიდან მისი ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
აღწერილი გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და დროებით ხასიათს პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას. შესაძლებელია განვითარდეს დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა, ყაბზობა, ურტიკარია, თავბუსხვევა, რინიტი.
გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება
• ფლურბიპროფენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა,
• პრეპარატი უკუნაჩვენებია აგრეთვე იმ პაციენტებში, რომლებიც ამჟღავნებენ მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს (მაგ. ბრონქოსპაზმი, რინიტი, ურტიკარია) ფლურბიპროფენის, ასპირინის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის С კატეგორია (მე-3 ტრიმესტრი D):
ფლურბიპროფენის გამოყენება ორსულობის პერიოდში რეკომენდებული არ არის, რადგანაც სათანადო კვლევა ადამიანებში ჩატარებული არ არის. პროსტაგლანდინების ინჰიბიტორები უარყოფითად მოქმედებენ ახალშობილზე, ამიტომ ლაქტაციის დროს პრეპარატის მიღება არ არის სასურველი.

განსაკუთრებული მითითებები
სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მსგავსად, ფლურბიპროფენი სიფრთხილით ინიშნება:
• პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის და თირკმელების დაავადებებით;
• პაციენტებში გულის უკმარისობით, ჰიპერტონიით და სხვა დაავადებებით შესაძლებელი შეშუპებისა და სითხის შეკავების შესაძლო განვითარების გამო;
• პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის პოტენციური რისკით, რადგანაც შესაძლებელია ფლურბიპროფენმა გაახანგრძლივოს სისხლისდენის დრო;
• ხანდაზმულ პაციენტებში გვერდითი მოვლენების განვითარების შედარებით მაღალი რისკის გამო.
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის.
გავლენა ავტოტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
ფარმაკოდინამიურ და უსაფრთხოების საერთო პროფილზე დაყრდნობით ფლურბიპროფენის გავლენა ავტომობილის მართვასა და იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, ნაკლებადსავარაუდოა.
Show More
More Info
Brand
სანოველი
Country
თურქეთი
Generic
flurbiprophen
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page