Edolfene eye drops 0.3mg/1ml 5ml #1
Edolfene eye drops 0.3mg/1ml 5ml #1

Edolfene eye drops 0.3mg/1ml 5ml #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
About Product


შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 1 მლ შეიცავს 0.3 მგ ფლურბიპროფენის ნატრიუმს. დამხმარე ნივთიერებები: კალიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავას ონოჰიდრატი, დინატრიუმის ედეტატი, თიომერსალი, პოვიდონი, მაღალგასუფთავებული წყალი, ჰიდროქლორმჟავა ან ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისთვის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის.

ჩვენებები: ოპერაციის მსვლელობისას და მის შემდგომ პერიოდში მიოზის დათრგუნვა, ოფთალმოლოგიური ლაზერის გამოყენებისას ანთებითი რეაქციის კონტროლი.

დოზირება და მიღების წესი: ედოლფენი გამოიყენება ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ჩვეულებრივი დოზა ქირურგიული ოპერაციის მომზადებისთვის: 1 წვეთი ყოველ ნახევარ საათში ოპერაციამდე 2 საათის განმავლობაში (სულ 4 წვეთი). სხვა კლინიკური მდგომარეობების დროს: 1 წვეთი 4-ჯერ დღეში. თვალის წვეთები განკუთვნილია მხოლოდ თვალში, ადგილობრივი გამოყენებისთვის და მისი ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში - თვალსა და ქუთუთოს შორის არსებულ ჯიბეში. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ხელების კარგად დაბანა, მოეხსნას თავსახური ფლაკონს, თითით ფრთხილად ჩამოიწიოს ქვედა ქუთუთო. საწვთური უნდა მოთავსდეს თვალთან ახლოს ისე, რომ წვერი არ შეეხოს ზედაპირს. ბოთლს მსუბუქად უნდა მოეჭიროს თითი და მხოლოდ ერთი წვეთი უნდა ჩავიდეს თვალში, შემდეგ კი ხელი უნდა აეშვას ქუთუთოს. ჩაწვეთებიდან 1 წუთის განმავლობაში თვალის დახუჭულ მდგომარეობაში მის შიდა კუთხესთან უნდა მოხდეს თითის ზეწოლა. გამოყენების შემდგომ ბოთლს უნდა დაეხუროს თავსახური მჭიდროდ.

გვერდითი მოვლენები: წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, ბრონქული ასთმის გაუარესება, ქუთუთოს კანის გაღიზიანება, წერტილოვანი კერატიტი თვალის წვით, ცრემლდენითა და სინათლის აუტანლობით, რქოვანას დარბილება პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას. გვერდითი ეფექტების გამოვლინებისას უნდა მიემართოს ექიმს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ფლურბიპროფენის ნატრიუმის ან ედოლფენის შემადგენელი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. ჰერპესული კერატიტი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს თუ პაციენტი იღებს ან ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს. არ არის ცნობილი ედოლფენთან სხვა პრეპარატების ურთიერთქმედებების შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები: ედოლფენის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო თვალზე ჭრილობების არსებობისას, ვინაიდან შესაძლოა ჭრილობის შეხორცებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ედოლფენმა შეიძლება დააყოვნოს რქოვანას დაზიანებების ან წყლულების განკურნება. ეს პრეპარატი შეიცავს თიომერსალს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის გამოყენება, არ უნდა მოხდეს გაორმაგებული დოზით მისი ჩაწვეთება. მკურნალობა გრძელდება ჩვეული სქემის მიხედვით.

ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულ ან მეძუძურ ქალებში. ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე უნდა ეცნობოს ექიმს.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: თუ ედოლფენის ჩაწვეთების შემდეგ განვითარდა მხედველობის დროებითი დაბინდვა, არ უნდა მოხდეს მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა მხედველობის დაბრუნებამდე.

ჭარბი დოზირება: რეკომენდირებულზე დიდი დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს სითხის დიდი რაოდენობით მიღება.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ედოლფენი წარმოადგენს სტერილურ, სუფთა, უფერო და უსუნო ხსნარს თვალში გამოყენებისთვის, წარმოდგენილი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოთლში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით. ყოველი ბოთლი შეიცავს 5 მლ ხსნარს.

შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ უნდა მხოდეს პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო სისტემაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია ეტიკეტსა და გარეთა კოლოფზე. პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი: ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს, ს.ა. 25 დე აბრილ ავე., 6-6ა, 2795-225 ლინდა ა ველჰა, პორტუგალია.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
პორტუგალია
Generic
flurbiprophen
Dose
0.3მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Quantity
1
Volume
5მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page