Golden Star syrup 100ml #1

Golden Star syrup 100ml #1

ბულგარეთი

ვეტპრომი
About Product
ვარსკვლავი სიროფი
Zvezdochka
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

შემადგენლობა 100მლ სიროფი შეიცავს: აქტიური ნივთიერებები: სამკურნალო ალთეს ფესვის ექსტრაქტი (Althea officinalis L. root (ოჯ. Malvaceae)) 31,125მგ; სააფთიაქო გვირილას ყვავილების ექსტრაქტი (Matricaria chamomilla L. ოჯ. Compositae) 8,2მგ. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენება: ალთეს ფექსვი და გვირილას ყვავილები გამოიყენება ოდიდგანვე ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალოდ. ამ ორი ექსტრაქტის კომბინაცია დადებითად მოქმედებს რესპირატორული დაავადებების დროს: ხსნის ანთებას; ამცირებს სიმშრალეს და ყელში არასასიამოვნი შეგრძნებას; უზრუნველყოფს ამოხველებას; ამშვიდებს ხველას; უზრუნველყოფს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ადგილობრივ დაცვას.

უკუჩვენება: მომატებული გრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; შაქრიანი დიაბეტი; 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები: სიროფის გამოყენება შეიძლება პაციენტთა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ორული და ლაქტაციაში მყოფი ქალებისათვის, 3 წელზე მეტი ასაკის და მოზარდებისათვის. დაუშვებელია რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება.

მიღების წესი და დოზირება: სურვილისამებრ შეიძლება სიროფი ,,ვარსკვლავის” მიღება წყალთან, რძესთან, წვენთამ და სხვა უალკოჰოლო სასმელებთან ერთად. პრეპარატის მიღება შესაძლებელია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 6-ჯერ დღეში 5-10მლ (1-2 ჩ.კ.).
3-დან 6 წლამდე ბავშვებში: 4-ჯერ დღეში 5მლ (1 ჩ.კ.).
3 წლამდე ასაკის ბავშვებში: არ გამოიყენება.

გამოშვების ფორმა: 100მლ სიროფი მუქ პლასტმასის ფლაკონებში. ყოველი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე მშრალ სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვის შემდეგ.

მწარმოებელი: ,,ვეტპრომ” ად (“VETPROM” AD), ბულგარეთი.
Show More
More Info
Brand
ვეტპრომი
Country
ბულგარეთი
Generic
althaea officinalis+matricaria chamomilla
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page