რამნოვიტი ბეიბი უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელ და სრულყოფილ განვითარებას. მაღალი ხარისხის ვიტამინები ყოველდღიური გამოყენებისთვის.
Lactobacillus rhamnosus + Vit.D3 წვეთები ახალშობილებისა და ბავშვებისთვის
Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG) და ვიტამინი D3-ით
პერორალურად მისაღები წვეთები 10 მლ, ყავისფერ მინის ფლაკონში, ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 3 წვეთს, რომლის შემადგენლობაში შედის:
რძემჟავა ბაქტერიების ცოცხალი ლიოფილიზებული კულტურა - Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), არანაკლებ 5•10⁸ CFU
ვიტამინი D3 10 μg (400 IU)
ინგრედიენტები:
რაფინირებული და ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდების ზეთი, ლიოფილიზებული კულტურა Lactobacillus rhamnosus SP1 (LGG), სახამებელი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი).
შეანჯღრიეთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიიღეთ დამოუკიდებლად ან ცივ სასმელებთან, მაგ., ხილის წვენთან ან რძესთან ერთად.
ახალშობილები, მცირეწლოვანი ბავშვები და უფროსი ასაკის ბავშვები: 3 წვეთი დღეში ერთხელ, კვებისგან დამოუკიდებლად.
რეკომენდებულია რეგულარული გამოყენება ზამთარში.
ზაფხულში რეკომენდებულია რეგულარულად მისი გამოყენება 14 დღის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ 14 დღიანი პაუზა.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას.
საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
მნიშვნელოვანია ბალანსირებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შენარჩუნება.
თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკებს, წვეთების მიღება უნდა მოხდეს ანტიბიოტიკების მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
მითითებულია მარტივი პიქტოგრამებით, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ პროდუქტი სწორად.
ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.
ვარგისია გახსნიდან 5 თვის განმავლობაში.
თუ ბავშვი იღებს სხვა პროდუქტს, რომელიც შეიცავს D3 ვიტამინს, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ბავშვი ალერგიულია ან მგრძნობიარე პროდუქტის რომელიმე ინგრედიენტზე, არ გამოიყენოთ რამნოვიტ ბეიბის წვეთები.
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში.
ფლაკონს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური.
პროდუქტი მოარიდეთ წყალს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.