ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ პარამეტრებში შენარჩუნებას და სხეულის კეთილდღეობას.
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ბიოლანდ კალციუმი მაგნიუმი თუთია ორგანიზმს აწვდის 3 აუცილებელ მინერალს კუნთოვანი და ჩონჩხის სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის. ასევე, ბიოლანდის კალციუმი მაგნიუმი თუთია -ს შემადგენლობაში შემავალი 3 მინერალი ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ პარამეტრებში შენარჩუნებას და, ცხადია, სხეულის კეთილდღეობას.
კალციუმი ყველაზე უხვი მინერალია ადამიანის ორგანიზმში. აუცილებელია ძვლოვანი სისტემისა და კბილების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად, ხელს უწყობს ნორმალურ მეტაბოლიურ ცვლას და ნორმალურ ნეიროტრანსმისიას, ასევე სისხლის ნორმალურ კოაგულაციას, კუნთოვანი სისტემის და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნორმალურ ფუნქციონირებას. ის ასევე ხელს უწყობს უჯრედების დაყოფისა და დიფერენციაციის პროცესს. კალციუმის ადექვატური მიღება მნიშვნელოვანია ყველა ასაკში, განსაკუთრებით ზრდის პერიოდში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და ხანდაზმულებში.
მაგნიუმი შეუცვლელი მინერალია სასიცოცხლო უჯრედებისთვის, ორგანიზმში არსებული მაგნიუმის დაახლოებით ნახევარი უჯრედების შიგნით მდებარეობს. დანარჩენი გვხვდება ძვლოვან ქსოვილში, კალციუმთან და ფოსფორთან ერთად. ორგანიზმში 300-ზე მეტი ბიოქიმიური რეაქციისთვის აუცილებელი ელემენტია, მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ის ხელს უწყობს უჯრედების დაყოფის პროცესს, ცილების ნორმალურ სინთეზს, ელექტროლიტურ ბალანსს და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ძვლოვანი სისტემის და კბილების. ის ასევე ხელს უწყობს დაღლილობისა და დაძაბულობისშემცირებას.
თუთია არის მიკროელემენტი, რომელიც შედის დაახლოებით 60 ფერმენტის შემადგენლობაში და ხელს უწყობს ნორმალურ მჟავა-ფუძის მეტაბოლიზმს, ასევე ნახშირწყლების, მაკროელემენტების, ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინის ნორმალურ მეტაბოლიზმს. თუთია ხელს უწყობს ცილების ნორმალურ სინთეზს. და დნმ-ის ნორმალურ სინთეზს, ჩონჩხის სისტემის, კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ის ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, ნორმალური მხედველობის შენარჩუნებაში, სისხლში ტესტოსტერონის ნორმალურ კონცენტრაციას, ნორმალურ ნაყოფიერებასა და რეპროდუქციას. ის ასევე ხელს უწყობს ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციას.
მოზრდილებში და 9 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის: 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.
ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, თავდაპირველ შეფუთვაში.