About Product
საერთაშორისო დასახელება - salbutamol
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → ბრონქოლიზური საშუალებები → ბეტა ადრენომიმეტიკები → ბეტა 2 ადრენომიმეტიკები
შემადგენლობა
1 ტაბ.სალბუტამოლი. . . . . . 2 მგ
1 ტაბ. სალბუტამოლი. . . . . . 4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
ჩვენებები
- გლუვი კუნთების სპასტიური მდგომარეობა ბრონქული ასთმის დროს;
- ქრონიკული სპასტიური ბრონქიტი;
- ფილტვების ემფიზემა.
მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ასაკის ზევით: მკურნალობა იწყება ძირითადად 2-4 მგ-ით მაქსიმალურად 4-ჯერ დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა, თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (8 მგ 4-ჯერ დღეღამეში) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის. დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის ერთჯერადი დოზებით გამოყენება, რომელიც აღემატება 4 მგ-ს, შესაძლებელია მხოლოდ მცირე დოზებზე რეაქციების არ არსებობის შემთხვევაში. ხანდაზმულ პაციენტებში და აგრეთვე სიმპათომიმეტური ამინების მიმართ გაძლიერებული მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2 მგ-ს მაქსიმალურად 4-ჯერ დღეღამეში.
სალბუტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 32 მგ-ს.
ბავშვებში 6 წლის ასაკიდან 12 წლამდე: საწყისი დოზა ძირითადად შეადგენს 2 მგ-ს მაქსიმალურად 3-4-ჯერ დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში ხდება დოზის განმეორება, თუმცა შემდგომი დოზის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 6 სთ-ის შემდეგ. იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დოზები არასაკმარისია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ხდება დოზის თანდათან გაზრდა, თუმცა დადგენილ მაქსიმალურ დოზაზე (6მგ 4-ჯერ დღეღამეში-24მგ) მეტი რაოდენობით პრეპარატის დანიშვნა ნებადართული არ არის. დოზის გაზრდასთან დაკავშირებით არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.გვერდითი მოვლენები
სალბუტამოლის მიღების დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების სიხშირე შედარებით უფრო მცირეა, ვიდრე იზოპროტერენოლისა ან ორციპრენალინის გამოყენების დროს. აღინიშნება მოუსვენრობა და ტრემორი (დაახლოებით 20%), თავის ტკივილი (დაახლოებით 7%), ტაქიკარდია (დაახლოებით 5%), კრუნჩხვები (დაახლოებით 3%), უძილობა, გულისრევა, სისუსტე (დაახლოებით 2%). ავადმყოფთა არანაკლებ 1%-ს აღენიშნება ძილიანობა, ჰიპერემია, გაღიზიანება, გულ-მკერდის არეში დისკომფორტის შეგრძნება და შარდვის გაძნელება.
2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ აგზნება (20%) და ნერვიულობა (15%), უძილობა (4%), ტაქიკარდია და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ ცვლილებები (2%). ბავშვების არანაკლებ 1%-ს აღენიშნებათ უმადობა, სიფერმკრთალე, გადაღლა, კონიუნქტივიტი.
უკუჩვენება
- პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- მიოკარდიუმის ინფარქტი.
Show More