Salbutamol MF spray 100mkg/doz 200doz #1

Salbutamol MF spray 100mkg/doz 200doz #1

უკრაინა

მიკროფარმი
About Product
სალბუტამოლ- MF

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სალბუტამოლის სულფატი;
აეროზოლის 1 დოზა შეიცავს 100მკგ სალბუტამოლის სულფატს (გამოითვლება სალბუტამოლის მიხედვით);
დამხმარე ნივთიერებები: ოლეილის სპირტი, ეთანოლი 96%, ტეტრაფტორეთანი.

ჩვენებები.
ხანმოკლე (4-დან 6 საათამდე) ბრონქოდილაცია სწრაფი დაწყებით (დაახლოებით 5 წუთში) სასუნთქი გზების ობსტრუქციის დროს.
ასთმის შეტევების კუპირება დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, როგორიცაა ბრონქული ასთმა.
ბრონქოსპაზმის შეტევების პრევენცია, რომლებიც დაკავშირებულია ალერგენის ზემოქმედებასთან ან გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით.
ბრონქული ასთმის მქონე პაციენტების კომპლექსურ თერაპიაში.

მოზრდილები (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით)
ბრონქული ასთმის სიმპტომების გამწვავების შესაჩერებლად, მწვავე ბრონქოსპაზმის ჩათვლით, შესაძლებელია 1 ინჰალაციის (100 მკგ) გამოყენება მინიმალური საწყისი დოზის სახით. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მკგ-მდე (2 ინჰალაცია). პროფილაქტიკურად ფიზიკურ აქტივობამდე ან ალერგენებთან მოსალოდნელ კონტაქტამდე 10-15 წუთით ადრე გამოიყენება 200 მკგ (2 ინჰალაცია). ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია 200 მკგ-ის (2 ინჰალაცია) 4-ჯერ დღეში გამოყენება.
4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები
მწვავე ბრონქოსპაზმის კუპირებისთვის გამოიყენება 1 ინჰალაცია (100 მკგ). საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მკგ-მდე (2 ინჰალაცია).
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დოზები გამოიყენება როგორც მოზრდილებში.
პროფილაქტიკურად ფიზიკურ აქტივობამდე ან ალერგენებთან მოსალოდნელ კონტაქტამდე 10-15 წუთით ადრე გამოიყენება 200 მკგ (2 ინჰალაცია).
ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს რეკომენდებულია 200 მკგ-ის (2 ინჰალაცია) 4-ჯერ დღეში გამოყენება.
სალბუტამოლის საერთო დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 800 მკგ-ს (8 ინჰალაცია). ბეტა-2 აგონისტების გაზრდილი საჭიროება შეიძლება მიუთითებდეს ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესებაზე. ამ პირობებში პაციენტის მკურნალობის რეჟიმი უნდა გადაიხედოს და გათვალისწინებული უნდა იყოს გლუკოკორტიკოსტეროიდული თერაპიის დანიშვნის საჭიროება.

გამოყენება
1.მოხსენით დამცავი თავსახური ინჰალატორის საქშენიდან. დარწმუნდით, რომ ინჰალატორის საქშენის შიდა და გარე ზედაპირები სუფთაა.
2.კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი ვერტიკალური მოძრაობებით.
3. გადადაატრიალეთ კონტეინერი ინჰალატორის საქშენით ქვემოთ, დაიჭირეთ კონტეინერი ვერტიკალურად ცერსა და შუა და საჩვენებელ თითებს შორის ისე, რომ ცერა თითი იყოს ინჰალატორის საქშენის ქვეშ.
4. ამოისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად, შემდეგ მოათავსეთ ინჰალატორის საქშენი პირში კბილებს შორის და მოუჭირეთ ტუჩებით დაკბენის გარეშე.
5. დაიწყეთ პირით ჩასუნთქვა, დააჭირეთ კონტეინერის ზედა ნაწილს, რომ შეასხუროთ პრეპარატი, ამასთან ერთად განაგრძეთ ჩასუნთქვა ნელა და ღრმად.
6. შეიკავეთ სუნთქვა, ამოიღეთ ინჰალატორის საქშენი პირიდან და მოაშორეთ თითი კონტეინერის ზედა ნაწილს. განაგრძეთ სუნთქვის შეკავება რაც შეიძლება დიდხანს.
7. თუ თქვენ გჭირდებათ შემდეგი ინჰალაციის ჩატარება, უნდა დაელოდოთ დაახლოებით 30 წამს და გეჭიროთ ინჰალატორი ვერტიკალურად, შემდეგ მიჰყევით 2-6 პუნქტებს.
დახურეთ ინჰალატორის საქშენი დამცავი თავსახურით.
მნიშვნელოვანია:
მიჰყევით 4, 5 და 6 პუნქტებს ნელა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოთ ჩასუნთქვა რაც შეიძლება ნელა ზუსტად შესხურების წინ. დასაწყისში უნდა ივარჯიშოთ სარკის წინ. თუ პირის გვერდებზე "ღრუბელი" გამოჩნდება, თავიდან უნდა დაიწყოთ მე-2 პუნქტიდან.

გაწმენდა:
ინჰალატორის საქშენი უნდა გაიწმინდოს მინიმუმ კვირაში ერთხელ.
1. მოხსენით დამცავი თავსახური ინჰალატორის საქშენიდან და მოხსენით ინჰალატორის საქშენი კონტეინერიდან.
2. გულდასმით გარეცხეთ ინჰალატორის საქშენი და დამცავი თავსახური თბილი გამდინარე წყლის ქვეშ.
3. ინჰალატორის საქშენი და დამცავი თავსახური კარგად გაამშრალეთ შიგნით და გარეთ.
4. მიამაგრეთ ინჰალატორის საქშენი კონტეინერზე და სარქვლის ღეროზე, დახურეთ ინჰალატორის საქშენის თავისუფალი ხვრელი დამცავი თავსახურით.
არ ჩაძიროთ კონტეინერი წყალში!

პრეპარატის შენახვის პირობები.
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ. დაიცავით გადმოვარდნისგან, დარტყმისგან და მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისაგან. პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
მიკროფარმი
Country
უკრაინა
Generic
salbutamol
Dose
100მკგ/1დოზა
Form
სპრეი საინჰალაციო
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
200დოზა
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page