დასახელება - ტორნაზა დექსი წვეთები თვალის (3მგ+1მგ)/1მლ 5მლ ფლაკონი #1 რას წარმოადგენს ტორნაზა დექსის თვალის მალამო და რისთვის გამოიყენება ტორნაზა დექსი არის კომბინირებული მედიკამენტი და შეიცავს დექსამეტაზონს და განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის. დექსამეტაზონი არის კორტიკოსტეროიდი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი არის ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ თვალის ინფექციებს. ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენების წესი ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმსი ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული. რეკომენდებული დოზირება ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუქტივიტის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება. ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში. ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ თქვენი თვალებისთვის. ტორნაზა დექსის შენახვის პირობები შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისაგან მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას. ინახება არაუმეტეს 25 რC ტემპერატურაზე.