FILARMEX dros eye 50.0

FILARMEX dros eye 50.0

ბულგარეთი

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - Filarmex - ფილარმექსი თვალის წვეთები 5მლ

გამოყენების ჩვენებები

თვალების და მისი დანამატების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მგრძნობიარე გამომწვევებით:

ბლეფარიტი;
დაკრიოცისტიტი;
ირიდოციკლიტი (წინა უვეიტი);
ირიტი;
ბაქტერიული კერატიტი;
კერატოკონიუქტივიტი;
კონიუქტივიტი;
მეიბომიტი (ჯიბლიბო);
ეპისკლერიტი.

ტრავმული და ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
გამოყენების წესი და დოზირება

დოზა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ინფექციის ტიპზე, ორგანიზმის მდგომარეობასა და პაციენტის ასაკზე.

გამოიყენება ადგილობრივად. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ ფლაკონი! თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ საჭიროა კონტაქტური ლინზების მოხსნა, მათი თავიდან გაკეთება შეიძლება ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ. წვეთების ჩაწვეთებისას ავადმყოფ თვალში/თვალებში, არ შეიძლება საწვეთურის წვერით ქუთუთოების, თვალების გარშემო კანის ან სხვა ზედაპირების შეხება კონტამინაციის თავიდან ასაცილებლად.

არამძიმე ინფექციური პროცესის დროს - 1-2 წვეთი კონიუქტივალურ პარკში 4-6 ჯერ დღეში.

მწვავე ინფექიური პროცესის დროს - 1-2 წვეთი კონიუქტივალურ პარკში ყოველ 60 წუთში ერთხელ პრეპარატის ინსტილაციის სიხშირის შემცირებით ანთების მოვლენების შემცირების მიხედვით.
თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად ექიმის მიერ.

თვალებში ჩაწვეთების ტექნიკა. ოდნავ გადავწიოთ თავი უკან და ჩამოვწიოთ ქვედა ქუთუთო ისე, რომ წარმოიქმნას ჯიბე და ჩავიწვეთოთ პრეპარატის 1-2 წვეთი. დავხუჭოთ თვალები და ვამოძრაოთ თვალები 1-2 წუთის განმავლობაში.
შენახვის პირობები

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25 ძჩ ტემპერატურაზე. არ გაყინოთ!
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
ბულგარეთი
Generic
dexamethasone+neomycin+polymyxin B
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page