Xailin Gel eye 0.2% 10.0
Xailin Gel eye 0.2% 10.0

Xailin Gel eye 0.2% 10.0

დიდი ბრიტანეთი

ბლუემონთ ჰელთქეა
About Product
ქსაილინ გელი

თითოეული გრამი შეიცავს: კარბომერ 980 2.0 მგ, ცეტრიმიდი 0.1 მგ, სორბიტოლი 40.0 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდი 0.84 მგ, საინექციო წყალი

გამოყენება: გამოიყენება, როგორც დამატენიანებელი თვალის წვეთები თვალის სიმშრალის, დისკომფორტის, თვალის სიმშრალით გამოწვეული უმნიშვნელო გაღიზიანების სიმპტომების შესამსუბუქებლად.

გამოყენების წესი: გამოყენებამდე ხელები კარგად დაიბანეთ. დამცავი რგოლიდან წამოწეული სარტყელი შემოხსენით საწინააღმდეგო მიმართულებით და გაათავისუფლეთ თავსახური დამცავი რგოლისგან. მოხსენით თავსახური ტუბს, თავი უკან გადახარეთ და ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო კონიუნქტივალური ჯიბის შესაქმნელად. დაიჭირეთ ტუბი ვერტიკალურად, თავდაყირა და ნაზად მოუჭირეთ ხელი, სანამ წვეთი არ ჩამოყალიბდება საწვეთური მილის ბოლოს. მოათავსეთ ეს წვეთი თვალში მილის ბოლოს თვალთან შეხების გარეშე. თვალი ორჯერ ან სამჯერ დაახამხამეთ, რომ გელი თანაბრად გადანაწილდეს თვალის ზედაპირზე, მოიცილეთ ქუთუთოების ირგვლივ ჭარბი გელი. დაახურეთ მილს თავსახური ისე, რომ, არ შეეხოთ მას. ასევე, არ შეახოთ მილის ბოლო ნებისმიერ სხვა ზედაპირს (თითების ჩათვლით).
პროდუქტის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ დაზიანებულ თვალ(ებში) 3-4-ჯერ დღეში ან საჭიროებისამებრ არსებული დისკომფორტისა და პროდუქტით მიღებული შვების გათვალისწინებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ 30 დღეზე მეტ ხანს.

სიფრთხილის ზომები, გაფრთხილებები და უკუჩვენებები:
•არ გამოიყენოთ, თუ მილი ან დამცავი ლუქი დაზიანებულია.
•მოიხსენით კონტაქტური ლინზები პროდუქტის ჩაწვეთებისას.
•ჩაწვეთების შემდეგ, ლინზების ხელახლა ჩასმამდე უნდა იყოს დაცული მინიმუმ 30 წუთიანი ინტერვალი.
•რამდენიმე ოფთალმოლოგიური პრეპარატის დანიშნულების შემთხვევაში, ორი პროდუქტის გამოყენებას შორის უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი და კარბომერის გელი უნდა იყოს ბოლოს ჩაწვეთებული.
•არ შეახოთ მილის წვერი თვალს ან სხვა რამე ზედაპირს თვალის გაკაწვრის ან პროდუქტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.
•გამოყენების შემდეგ ფრთხილად დახურეთ თავსახური, ზედმეტად არ მოუჭიროთ
•არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი, თუ ალერგიული ხართ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
•მხოლოდ გარე გამოყენებისათვის.
•გელის ჩაწვეთების შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება მსუბუქი დროებითი წვა, ქუთუთოების შეწებება და მხედველობის დაბინდვა.
•შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
•შეინახეთ 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
•არ გამოიყენოთ პროდუქტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ ან პირველი გახსნიდან 30 დღის შემდეგ.
•თუ სიმპტომები 2 დღის განმავლობაში არ გაუმჯობესდა ან ნებისმიერ დროს გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.
•თუ სიმპტომები 30 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
Show More
More Info
Brand
ბლუემონთ ჰელთქეა
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
carbomer
Dose
0.2%
Form
გელი თვალის
Quantity
1
Volume
10გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page