ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, დამამშვიდებელი საშუალებაა.
ჩვენება: ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში ჭამის დროს.