საერთაშორისო დასახელება - escitalopram კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები → სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ჩვენებები გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას: - დიდი დეპრესიული აშლილობა; - პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე; - სოციალური შფოთვითი აშლილობა.
ორალური წვეთების მიღება და დოზირება : პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე (40 წვეთი) მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში. დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ (20 წვეთი) დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე (40 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად. ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით (10 წვეთი) დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს. 20 მგ-მდე (40 წვეთი) დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე. სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე-20 მგ (40 წვეთი). სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით. სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე. მოცემული პრეპარატით მკურნალობა ზოგადი კოგნიტური ქცევისის თერაპიისას არ არის შესწავლილი. პრეპარატით მკურნალობა წარმოადგენს სრული თერაპიული სტრატეგიის ნაწილს. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე-20 მგ (40 წვეთი). გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით. ხანდაზმული პაციენტები (>65 წელი): მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდირებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად - ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა. ბავშვები და მოზარდები (<18 წელი): პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში. თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წუთში). ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (20 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით. პაციენტები CYP2C19–ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19–ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა.