Rizoptan tab 10მგ #9

Rizoptan tab 10მგ #9

უკრაინა

ფარმა სტარტი
About Product
საერთაშორისო დასახელება - rizatriptan
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → შაკიკის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეტიკები; შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებები; სეროტონინის 5-HT1- რეცეპტორების სელექტიური აგონისტები.
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
რიზატრიპტანისბენზოატი - 14,52 მგ (10 მგ რიზატრიპტანის ექვივალენტური);
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, მირკოკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სილიკატი, კროსპოვიდონი, ასპარტამი, არომატიზატორი პიტნის, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენების ჩვენებები:
შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე).

გამოყენების წესი:
რიზოპცინის ტაბლეტების მიღება შეიძლება სითხის დამატებითი მიღების გარეშე. ამოიღეთ ტაბლეტი ალუმინის ბლისტერიდან უშუალოდ გამოყენების წინ; გახსენით ბლისტერი მშრალი ხელებით. მოათავსეთ ტაბლეტი ენაზე, შემდეგ ის გაიწოვება და გადაიყლაპება ნერწყვთან ერთად.
ოროდისპერსიული ტაბლეტები გამოიყენება ისეთ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია სითხის მიღება, ან გულისრევისა და პირღებინების თავიდან აცილების მიზნით, რაც შესაძლებელია თან ახლდეს ტაბლეტების გადაყლაპვას სითხესთან ერთად.
ჭარბი დოზირება:
40 მგ დოზით დანიშნული რიზატრიპტანი (რომელიც გამოიყენებოდა ერთჯერადად ან ორ მიღებაზე 2-საათიანი ინტერვალით) ჩვეულებრივ კარგად გადაიტანებოდა 300-ზე მეტ პაციენტში: პრეპარატის მიღებასთან დაკავშრებული ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტი იყო თავბრუსხვევა და ძილიანობა. I ფაზის კლინიკურ კვლევებში 12 მოხალისე ღებულობდა რიზატრიპტანს 80 მგ დოზით, ორ სუბიექტს აღენიშნა გულისწასვლა და/ან ბრადიკარდია. ამასთან ერთად, რიზატრიპტანის ფარმაკოლოგიური თვისებების გამო, მისი ჭარბი დოზირების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს ჰიპერტენზია ან უფრო სერიოზული გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
პრეპარატ რიზატრიპტანით ჭარბ დოზირებაზე ეჭვის დროს გათვალისწინებულია შესაბამისი ზომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რიზატრიპტანის გამოყვანაზე (მაგალითად, კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით); პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ კლინიკური ან ელექტროკარდიოგრაფიული დაკვირვების ქვეშ ჭარბი დოზირებიდან მინიმუმ 12 საათი, კლინიკური სიმპტომების არარსებობის დროსაც კი. უცნობია ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ზემოქმედების შესახებ რიზატრიპტანის პლაზმურ კონცენტრაციებზე.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა რიზატრიპტანის ან რიზოპცინის ტაბლეტების შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
ერთდროული გამოყენება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ან სხვა კლინიკო-ფარმაკოლოგიური კლასის საშუალებებთან, რომლებსაც შეუძლიათ მონოამინოქსიდაზას ინჰიბირება (მაგალითად, ანტიდეპრესანტი პარგილინი, ანტიბიოტიკი ლინეზოლიდი და სხვ.); ან მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების გამოყენება ბოლო 2 კვირის განმავლობაში;
დადგენილი გულის კორონარული დაავადება, მათ შორის გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი ანამნეზში, ან დოკუმენტირებული უსიმპტომო გულის იშემიური დაავადება), გულის სხვა ორგანული დაავადებები (კორონარული არტერიების სპაზმი, პრინცმეტალის სტენოკარდიის ჩათვლით, სხვა მნიშვნელოვანი კარდიოვასკულარული პატოლოგიები);
საშუალო ამ მძიმე ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია, მსუბუქი ხარისხის არანამკურნალები ჰიპერტენზია;
შაკიკის ბაზილარული ან ჰემიპლეგიური ფორმა;
ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა;
სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა ანამნეზში (ინსულტი ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა);
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადება;
ბოლო 24 საათის განმავლობაში 5-HT1B/1D რეცეპტორების სხვა აგონისტების ან ჭვავის რქის ალკალოიდების წარმოებულების გამოყენება (მათ შორის, ერგოტამინი, დიჰიდროერგოტამინი, მეთისერგიდი).
Show More
More Info
Brand
ფარმა სტარტი
Country
უკრაინა
Generic
rizatriptan
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
9
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page