მიიღება ყურადღების კონცენტრაციის, ფოკუსის, დასწავლის, მეხსიერების და მხედველობის გასაუმჯობესებლად ბავშვებში, მოზრდილებსა და ასაკოვნებში.
აქტიური ინგრედიენტები 1 სტიკის შემადგენლობა
ციტიქოლინი კოგნიზინი® 250 მგ
ვიტამინი B6 1.4 მგ
ვიტამინი B12 2.5 მკგ
სხვა ინგრედიენტები: წყალი, ლიმონმჟავა, ქსანთანის ფისი, არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სუკრალოზა.
აქტივამენტი სურსათის დანამატია ციტიქოლინ კოგნიზინის, ვიტამინი B6-ის და ვიტამინი B12-ის შემადგენლობით.
ციტიქოლინი წარმოადგენს პრეკურსორს ფოსფატიდილქოლინის სინთეზში. ხელს უწყობს ნორმალურ კოგნიტურ ფუნქციას ნეირონული მემბრანების მთლიანობის შენარჩუნების და ტვინის უჯრედების მეტაბოლიზმის გაუმჯობესების გზით. ციტიქოლინის ეგზოგენური მიღება ზრდის ბიოსინთეზური გზებისთვის ხელმისაწვდომი ქოლინის მარაგს. ამცირებს გლუტამატის დონეს და ზრდის ატფ-ს. იცავს იშემიით გამოწვეული დაზიანებისგან. აუმჯობესებს გლუკოზის მეტაბოლიზმს და ტვინის სისხლმომარაგებას. ზრდის ნეიროტრანსმიტერების (აცეტილქოლინი, ნორეპინეფრინი, დოპამინი) ხელმისაწვდომობას.
ციტიქოლინი ასტიმულირებს დოპამინერგულ სისტემას თავის ტვინსა და თვალის ბადურაში. შედეგად ზრდის ბადურის ნეიროტრანსმიტერის (დოპამინი) დონეს.
აუმჯობესებს რეტინული და პოსტრეტინული ვიზუალური გზების ფუნქციას. ციტიქოლინის გრძელვადიანი მიღება ზრდის დოპამინის რეცეპტორების სიმკვრივეს და ხელს უწყობს ფუნქციის ნაწილობრივ აღდგენას. ასტიმულირებს გლუტათიონის სინთეზს, ხელს უწყობს სფინგომიელინის შენახვას და აუმჯობესებს სიგნალის ტრანსდუქციას ნერვულ უჯრედებსა და ბადურაში.
B6 და B12 ვიტამინები უზრუნველყოფს ნერვული უჯრედის ენერგიის მეტაბოლიზმს და მიელინიზაციას. აუმჯობესებს ნეიროტრანსმისიას და კოგნიტურ ფუნქციას. ასევე ხელს უწყობს ენერგიის მეტაბოლიზმს და უზრუნველყოფს დაღლილობის შემცირებას.
აქტივამენტი წარმოადგენს სურსათის დანამატს ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციისთვის. მიიღება ყურადღების კონცენტრაციის, ფოკუსის, დასწავლის, მეხსიერების და მხედველობის გასაუმჯობესებლად ბავშვებში, მოზრდილებსა და ასაკოვნებში.
აქტივამენტის მიღება ეფექტიანია შემდეგი მდგომარეობების დროს:
რეკომენდებულია 1-2 სტიკი დღეში.
ჰიპერმგრძნობელობა ფორმულის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ციტიქოლინის ორსულობის დროს გამოყენების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ადეკვატური დოზით ციტიქოლინის ორალური მიღება უსაფრთხოდ ითვლება 1 წლამდე ასაკიდან ბავშვებისთვის.
ციტიქოლინი აძლიერებს ლევოდოპას შემცველი მედიკამენტების ეფექტს.
მისი მიღება არ უნდა მოხდეს მეკლოფენოქსატის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.
შეინახეთ გრილ, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.
გამოყენების ვადა ვრცელდება პირობების დაცვით შენახულ გაუხსნელ პროდუქტზე.
შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.
სურსათის დანამატების მიღება არ ანაცვლებს მრავალფეროვან დაბალანსებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს.