meloxicam slution for injection 10mg/ml 1.5ml N3
meloxicam slution for injection 10mg/ml 1.5ml N3

meloxicam slution for injection 10mg/ml 1.5ml N3

Russia

ოზონი
About Product
მელოქსიკამი

შემადგენლობა 1 მლ:
მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი 10,00 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ტეტრაჰიდროფურფურილ მაკროგოლი (გლიკოფუროლი) – 100,00 მგ. –პოლოქსამერი 188 - 50,00 მგ, მეგლუმინი - 6,25 მგ, გლიცინი 5,00 მგ, ნატრიუმის ქლორიდი - 3, 00 მგ, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი 1მ - pH 8.2-8.9-მდე, საინექციო წყალი - 1.0 მლ -მდე.

გამოყენების ჩვენებები:

რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტისა და სახსრების სხვა დაავადებების მოკლევადიანი სიმპტომური თერაპია, რომელსაც თან ახლავს ტკივილის სინდრომი. განკუთვნილია გამოყენების დროს ტკივილისა და ანთების შესამცირებლად, არ ახდენს გავლენას დაავადების პროგრესირებაზე.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს
:
მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
ცნობილია, რომ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) აღწევს დედის რძეში, ამიტომ მელოქსიკამის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:
პრეპარატის ინტრამუსლულარული გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში მკურნალობა გრძელდება პერორალური ფორმების (ტაბლეტების) გამოყენებით.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 7.5 მგ ან 15 მგ დღეში ერთხელ, ტკივილის ინტენსივობისა და ანთებითი პროცესის სიმძიმის მიხედვით.

მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზაა -15 მგ.
პრეპარატი ინიშნება ღრმა კუნთქვეშა ინექციით.
შესაძლო შეუთავსებლობის გათვალისწინებით, მელოქსიკამი არ უნდა იყოს შერეული სხვა წამლებთან ერთად იმავე შპრიცში.
პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ გვერდითი მოვლენების და თირკმლის მძიმე უკმარისობის გაზრდილი რისკი, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ დღეში. თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კრეატინინის კლირენსი 30 მლ /წთ -ზე მეტი) დოზის კორექცია არ არის საჭირო.
პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება .

კომბინირებული გამოყენება:

პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა არასტეროიდულ საშუალებებთან ერთად.
მელოქსიკამის მთლიანი დღიური დოზა, რომელიც გამოიყენება ტაბლეტების, სანთლების, სუსპენზიის სახით პერორალური მიღებისთვის და საინექციოდ, არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ.

შენახვის პირობები
:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25 C.

არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ოზონი
Country
Russia
Generic
meloxicam
Dose
10მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Quantity
3
Volume
1.5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page