Medrolgin tab 10mg #10

Medrolgin tab 10mg #10

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
-10% Extra With VISA Card
About Product
მედროლგინი
MEDROLGIN
კეტოროლაკი, Ketorolac

შემადგენლობა: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: კეტოროლაკის ტრომეტამინი 10მგ; დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. გარსის შემადგენლობა: ოპადრი® Y-1-7000 თეთრი (ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი).

გამოყენების ჩვენებები: საშუალო სიმძიმის მწვავე ტკივილის ხანმოკლე (ნაკლები ან ტოლი 5 დღე) მკურნალობა, ოპიოიდებით ანალგეზიის საჭიროებისას, ჩვეულებრივ პოსტოპერაციულ პერიოდში.

გამოყენების წესი და დოზირება: მედროლგინის ტაბლეტების ფორმით მიღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა კეტოროლაკის ტრომეტამინით მკურნალობის პოტენციური სარგებლის და რისკის, აგრეთვე მკურნალობის სხვა ვარიანტების სათანადო შეფასება. საჭიროა გამოყენებულ იქნას პრეპარატის ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა დროის უმოკლეს პერიოდში პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური მიზნების გათვალისწინებით. მედროლგინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, ერთჯერადად ან განმეორებით, ტკივილის სინდრომის სიმძიმის გათვალისწინებით. ყოველთვის საჭიროა მკურნალობის დაწყება კეტოროლაკის ტრომეტამინის ინტრავენური ან ინტრამუსკულარული გამოყენებით და ამის შემდეგ მედროლგინის ტაბლეტების მიღება (აუცილებლობის შემთხვევაში). კეტოროლაკის ტრომეტამინის შიგნით მისაღები და ინტრავენური-ინტრამუსკულარული გამოყენების საერთო ხანგრძლივობა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, რეკომენდებული დოზების მიღებასთან დაკავშირებული არასასურველი გვერდითი რეაქციების სიხშირის და გამოხატულების ხარისხის პოტენციური მომატების გამო. პაციენტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდნენ ალტერნატიულ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე, მაგრამ კეტოროლაკის ტრომეტამინით მკურნალობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ინტრავენური ან ინტრამუსკულარული მიღებიდან შიგნით მიღებაზე გადასვლა: 17-დან 64 წლამდე ასაკის პაციენტები: ერთი დოზა 20გ შიგნით, შემდეგ 10მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 40მგ-ისა დღე-ღამეში. 65 წელს გადაცილებული პაციენტები, პაციენტები თირკმელების დისფუნქციით და-ან სხეულის მასით ნაკლები 50კგ: ერთი დოზა, 10მგ შიგნით, შემდეგ 10მგ ყოველ 4-6 საათში ერთხელ, საჭიროების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 40მგ-ისა დღე-ღამეში.

შენიშვნა: შიგნით მისაღები პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული როგორც საწყისი დოზა. პაციენტისთვის იყენებენ მინიმალურ ეფექტურ დოზას. არ შეიძლება დოზირების ინტერვალის–4-6 საათის შემოკლება. ბავშვები: მედროლგინი ტაბლეტების ფორმით არ არის განკუთვნილი ბავშვთა ასაკში გამოყენებისთვის. პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 17 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. ხანდაზმული პაციენტები: ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებში კეტოროლაკის ტრომეტამინი შეიძლება გამოიყოფოდეს ორგანიზმიდან შედარებით ნელა და ასეთი პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან აასს-ებების მიღებისას დოზასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების მიმართ, სათანადო კლინიკური კონტროლია საჭირო კეტოროლაკის ტრომეტამინით ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა კეტოროლაკის ტრომეტამინის მიმართ; პაციენტები აქტიური პეპტიური წყლულით, ცოტა ხნის წინ გადატანილი გასტროინტესტინალური სისხლდენით ან პერფორაციით, აგრეთვე ანამნეზში პეპტიური წყლულოვანი დაავადებით ან გასტროინტესტინური სისხლდენით; პროფილაქტიკური ანალგეზიური საშუალების სახით სერიოზული ოპერაციული ჩარევის წინ; პერიოპერაციული ტკივილის სამკურნალოდ აორტოკორონარული შუნტირებისას; პაციენტები თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევით ან პაციენტები თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკით, მოცულობის შემცირების გამო. მშობიარობის დროს, ვინაიდან პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი ეფექტის შედეგად მან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და დათრგუნოს საშვილოსნოს შეკუმშვა, რითაც შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოდან სისხლდენის რისკი.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
ketorolac
Dose
10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page