Indometacin tab 25mg #30

Indometacin tab 25mg #30

ბულგარეთი

სოფარმა
About Product
ინდომეტაცინი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. გააჩნია გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების ძირითად მექანიზმად ითვლება პროსტოგლანდინების სინთეზის დათრგუნვა, რომლებსაც მთავარი როლი აქვთ ანთების, ტკივილის და
ციების პროცესებში.
ინდომეტაცინი გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილების არახანგრძლივი სიმპტომატური მკურნალობისათვის
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების დროს, როგორიცაა: რევმატოიდური
ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული იუვენილური ართრიტი; მწვავე და გამწვავებული ქრონიკული
მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); პოდაგრა და პოდაგრული ართრიტი; ფსორიაზული ართრიტი; რაიტერის დაავადება; სახსრის ირგვლივი დაავადებები (ტენდინიტები, ბურსიტები, ტენდობურსიტები,
ტენდოვაგინიტები), ტრავმები სპორცმენებში; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიოკულონევრიტები;
დისმენორეა.


ნუ გამოიყენებთ ინდომეტაცის თუ:
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, თუ მათ გამოუწვევიათ ასთმის შეტევა (გაძნელებული სუნთქვა), ალერგიული სურდო ან ჭინჭრის ციება (გამონაყარი);
- თუ თქვენ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიური წყლული და/ან გაგაჩნიათ მონაცემები წყლულზე ან სისხლდენაზე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში;
- თუ თქვენ გქონდათ სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან წარსულში, გამოწვეული სხვა სამკურნალო საშუალებებით არასტეროუდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჯგუფიდან;
- თუ თქვენ გაწუხებთ გულის მძიმე უკმარისობა;
- თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის და თირკმელების მძიმე დარღვევები;
- თუ თქვენ გაქვთ ბუასილი, ანალური ფისტულა და ნახეთქები, პროქტიტი და სქელი ნაწლავის და ანუსის სხვა
დაავადებები;
- თუ ხართ 14 წელზე ახალგაზრდა ასაკის;
- ხართ ორსულად და ორსულობის პერიოდი არის ბოლო 3 თვე ან კვებავთ ძუძუთი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ინდომეტაცინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის (განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში) და ძუძუთი კვების დროს.
ყოველთვის გამოიყენეთ ინდომეტაცინის სუპოზიტორია ზუსტად თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულებისამებრ. თ
დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. ნუ შეცვლით დოზას და ნუ შეწყვიტავთ მკურნალობას ექიმის კონსულტაციის გარეშე, თუნდაც კარგად გრძნობდეთ თავს. ეცადეთ მიიღოთ სამკურნალო პრეპარატი ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს.

მოზრდილები და 14 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ (1-2 ტაბლეტი) 2-4 ჯერ
დღეღამეში. აუცილებლობის შემთხვევაში, დოზას ზრდიან 150 მგ-მდე დღეღამეში, გაყოფილი სამ მიღებაზე.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მგ. ხანგრძლივი მკურნალობისას, სადღეღამისო დოზა არ
უნდა აღემატებოდეს 75 მგ.
პოდაგრა
პოდაგრის მწვავე შეტევის კუპირებისათვის, ინიშნება საწყისი დოზით 100 მგ, რის შემდეგაც იღებენ 50 მგ 3
ჯერ დღეში, ტკივილის შემცირებამდე.
არ გამოიყენება 14 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ასეთ პაციენტებში არის გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი. რეკომენდირებულია
ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ხანმოკლე დროის განმავლობაში. საჭიროა პაციენტების დაკვირვება კუჭ_x0002_ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარებაზე.
მიღების წესი და დოზები: ტაბლეტები მიიღეთ მთლიანად, საკვების მიღების შემდეგ, წყლის საკმაო
რაოდენობის დაყოლებით.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
ბულგარეთი
Generic
indomethacin
Dose
25მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page