შემცველობა: 1 გ მალამო შეიცავს 100 მგ ინდომეტაცინს
ჩვენებები: • სახსრების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (რევმატოიდული პოლიართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი, ფსორიატული ართრიტი); • რბილი ქსოვილების რევმატიზმი (ტენდოვაგინიტი, ბურსიტი, ფიბროზიტი, პერიართრიტი); • აქტივირებული ართროზი; დისკოპათიები, ნევრიტები, პლექსიტები, რადიკულიტები; • პოსტოპერაციული შეშუპება, კონტუზიები, ამოვარდნები, დაჭიმულობები. უკუჩვენებები: • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ; • ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ; • აქტიური წყლულოვანი დაავადება, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კოაგულოპათიები; • არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე, ლორწოვან გარსებზე, პირის ღრუში, თვალებზე. ორსულობა და ლაქტაცია: არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს. გამოყენების წესი და დოზირება: • უფროსები სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისათვის, კანზე წასასმელად. წაისმევა 2-3 ჯერ დღეში თხელი ფენის მსუბუქი შეზელვით დაზიანებულ მონაკვეთზე. ერთი დამუშავებისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 4-5 სმ მალამოს. საერთო გამოყენებული დღე-ღამის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 სმ. მკურნალობის ხანგრძლივობა არაუმეტეს 10 დღისა. • 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ერთჯერადი და დღე-ღამის დოზები დაახლოებით უდრის უფროსთა დოზის ნახევარს, ე.ი. ერთი შეზელვისათვის საკმარისი რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2-2.5 სმ მალამოს. დღე-ღამის საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 სმ მალამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 დღეს. ინდომეტაცინის 10% მალამოს გამოყენება შეიძლება კომპლექსურ მკურნალობაში ამ სამკურნალო პრეპარატის ტაბლეტებთან. შენახვის პირობები: სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.