Tea-Dog-rose #20pack
Tea-Dog-rose #20pack

Tea-Dog-rose #20pack

საქართველო

იმედი
About Product
ასკილის ჩაი
კოლოფში მოთავსებულია ერთჯერადი ფილტრ-ქაღალდები რომლებშიც მოთავსებულია წვრილად დაქუცმაცებული ნედლეულის მშრალი ფხვნილი. ამ სახით ცხელი ნაყენის დამზადება გაცილებით კომფორტული და პრაქტიკულია. ამავე დროს ნაყენის დასაყენებლად დაგჭირდებათ გაცილებით ნაკლები დრო ვიდრე მცენარის ან ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში.
ასკილის ნაყოფი არის კენკრისებური და აქვს კვერცხისებური ან სფეროსებური ფორმა. მისი ფერი არის წითელი ან ნარინჯისფერი. ნაყოფის შიგნითა კედლები მოფენილია მრავალრიცხოვანი ჯაგრისისებური ბუსუსსებით, რომელთა შორისაც მოთავსებულია დიდ რაოდენობის წვრილი მკვრივი თესლები. ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
ასკილის ნაყოფის ძირითადი თვისებები დაკავშირებულის ასკორბინის მჟავის მოქმედებასთან. მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, სტეროიდული ჰორმონების და კოლაგენის სინთეზში. ორგანიზმში ხელს უწყობს ფერმენტების წარმოქმნის პროცესს, რაც თავისთვად კარგად აისახება საკვების მონელების პროცესზე. ამაღლებს ორაგნიზმის დაცვით ფუნქციას ინფექციების და ვირუსების წინააღმდეგ. ამაღლებს შრომისუნარიანობას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

• ნაღვლის წვენის სეკრეციის სტიმულაცია
• ანტიბაქტერიული
• სისხლდენის შემაჩერებელი
• ანთების საწინააღმდეგო
ასკილის ნაყოფი გამოიყენება C ვიტამინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად, სისხლის შედედების გასაუმჯობესებლად, სურავანდის (C ვიტამინის ნაკლებობა), ჰემოფილიის (სისხლის დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხლის მიმოქცევის უკმარისობა), სისხლდენის (ცხვირინად, ფილტვებიდან, საშვილოსნოდან), ინფექციური დაავადებების, ადისონის დაავადება (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობა), ღვიძლის დაავადებების, ძვლის მოტეხილობის, სამრეწველო შხამებით მოწამვლის, დიდიხნის შეუხორცებელი ჭროლობების და წყლულების, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის დროს. ასევე კარგი ჩვენებები აქვს კორონალური ათეროსკლეროზის და ქოლესტერინის შემცირების კუთხით.

• სურავანდი
• სკლეროზი
• ათეროსკლეროზი
• ჰემოფილია
• ადისონის დაავადება
• ძვლის მოტეხილობა
• ჭრილობები
• ქოლეცისტიტი
• ჰეპატიტი
დოზირება
ჩაის პაკეტი მოათავსეთ ჭიქაში და დაასხით მდუღარე წყალი, ცხელ წყალში გააჩერეთ 3-5 წუთის განმავლობაში, თუ გსურთ უფრო ძლიერი ნაყენის მიღება შეგიძლიათ გააჩეროთ უფრო დიდხანს. მიიღეთ დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენებები
არ მიიღოთ თუ სისხლში მომატებულია შედედების უნარი, ან სისხლის სიბლანტე.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
საქართველო
Generic
rosa canina
Form
მცენარეული ნედლეული
Packing
პაკეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page