Fructus Rosae 100gr
Fructus Rosae 100gr

Fructus Rosae 100gr

საქართველო

იმედი
About Product
ასკილის ნაყოფი

შემადგენლობა: ასკილის ნაყოფები შეიცავს ორგანულ მჟავებს, ფლავონოიდებს, კაროტინოიდებს, პექტინოვან და მთრიმლავ ნივთიერებებს, B, P, K, C ვიტამინებს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის პოლივიტამინური საშუალება.

ჩვენებები: გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ორგანიზმში C ვიტამინის ნაკლებობის დროს, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონული დაავადებების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ და სხვა.

დოზირება და მიღების წესი: დაახლოებით 10 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეულს უნდა დაესხას 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღდეს წყლის აბაზანაზე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ უნდა გაცივდეს, გაიფილტროს და დარჩენილი მასა გაიწუროს. მიღებულ ნაყენს უნდა დაემატოს ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. მიიღება ნახევარი ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა მცენარის მიმართ. ნაღვლის ბუშტის ქვები.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: დასაშვებია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად კომპლექსურ თერაპიაში.

ორსულობა და ლაქტაცია: გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს ზეგავლენას.

ჭარბი დოზირება: არ დაფიქსირებულა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: 100 გ მცენარეული ნედლეული მოთავსებულია პოლიეთილენის პარკში და მუყაოს კოლოფში. 2,5 გ დაფასოებულია ერთჯერადი გამოყენების ფილტრ-პაკეტებში. #20 ფილტრ-პაკეტი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს ,,ფარკონი”. საქართველო.
Show More
More Info
Brand
იმედი
Country
საქართველო
Generic
rosa canina
Form
მცენარეული ნედლეული
Quantity
1
Volume
100გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page