გამოიყენება დისბაქტერიოზის, საჭმლის მონელების დარღვევის, გასტროენტერიტების, ღებინების, მეტეორიზმის დროს.
დოზატორიან სახურავში:
ვიპლაქტინ ამინო წარმოადგენს ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო- და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. ისინი თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში, უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის, რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.
ნაწლავური მიკროფლორის აღდგენა და ნორმალიზაცია;
3 წლიდან და ზრდასრულებში - 1 ფლაკონი დღეში ერთხელ.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შედეგად (ძალიან იშვიათად).
დადასტურებული მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში შეიძლება მხოლოდ მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ ბავშვებს.