ამცირებს გაზების ფორმირებას ნაწლავებში, ამცირებს სპაზმებს, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი(ნატურალური, მცენარეული).
შემადგენლობა (20მლ-ში):
კამა -200 მგ
მწვანე ანისული - 100 მგ
მაგნიუმი - 75 მგ
კვლიავი - 50 მგ
ბარამბო - 50 მგ
პიტნა - 20 მგ
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.
სიროფი ეფექტურია მუცლის შებერილობისას და კოლიკის დროს ახალშობილებში. ამცირებს გაზების ფორმირებას ნაწლავებში, ამცირებს სპაზმებს, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.
კამის ექსტრაქტს აქვს სპაზმოლიზური მოქმედება და ამიტომაც, მას ხშირად იყენებენ ახალშობილებში შებერილობის და ნაწლავური კოლიკის დროს. ხელს უშლის გაზების წარმოქმნას და დაგროვებას ნაწლავებში.
მწვანე ანისულის ეთერზეთები გამოიყენება მეტეორიზმის სამკურნალოდ. იგი ხელს უშლის გაზების დაგროვებას ნაწლავებში და ხელს უწყობს გაზების უმტკივნეულოდ გამოდევნას ბავშვების ორგანიზმიდან. მას ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება ნაწლავების გლუვ კუნთებზე.
კვლიავი ხსნის ტკივილს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციონირებას!
ბარამბო ხსნის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა შებერილობა, ტკივილი, სიმძიმე მუცლის არეში. ამ არომატული ბალახის ექსტრაქტი დამამშვიდებლად მოქმედება ნაწლავების გლუვ კუნთებზე.
მიღების წესი:
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 20მლ.
0-დან 2 წლამდე ბავშვებში: 2,5 მლ 2ჯერ დღეში.
2-დან 5 წლამდე ბავშვებში: 5მლ 2ჯერ დღეში.
5 წლის ზემოთ: 10 მლ 2ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობის კომპონენტების მიმართ.
განსაკუთრებული მითითება:
- ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად.
- არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას.
- მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
- ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.
მწარმოებელი:
Vegapharm LLP.
London,United Kingdom.
წარმოებულია ესპანეთში:
DELFY FOR GROUP SL.
Poniol 11. EI Vendell,Tarragona