პროლაიფი ინფანტი არის პრობიოტიკი, ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების შემცველი დანამატი, რომელიც სასარგებლოა ანტიბიოტიკოთერაპიით, დიეტური ან ორგანული ფაქტორებით გამოწვეული ნაწლავის ბაქტერიული ფლორის აღსადგენად. პროლაიფი ინფანტი არის ახალშობილობიდან გამოსაყენებელი პრობიოტიკი.
პროლაიფი ინფანტი
1 ფლაკონი 8მლ, რეზერვუარი თავსახურით და საწვეთურით
პროლაიფი ინფანტი არის პრობიოტიკი, ცოცხალი რძემჟავა ბაქტერიების შემცველი დანამატი, რომელიც სასარგებლოა ანტიბიოტიკოთერაპიით, დიეტური ან ორგანული ფაქტორებით გამოწვეული ნაწლავის ბაქტერიული ფლორის აღსადგენად. პროლაიფი ინფანტი არის ახალშობილობიდან გამოსაყენებელი პრობიოტიკი.
შემადგენლობა:
რეზერვუარი თავსახური:Lactobacillus reuteri LR92, მალტოდექსტრინი
საშუალო ანალიზი -Lactobacillus,reuteri LR92
თითო დოზაზე(6 წვეთი) -ცოცხალი უჯრედებიმინიმუმ 100 მილიონი
პროდუქტის შემცველობა 100 მლ-ზე - ცოცხალი უჯრედები მინიმუმ 40 მილიარდი
ფლაკონი:მზესუმზირის ზეთი.
ჩვენებები:
ბავშვთა ასაკის ნაწლავური დისბიოზით მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობების პრევენცია და მკურნალობა:
• ანტიბიოტიკოთერაპიასთან ასოცირებული დისბიოზი
• კვებითი ფაქტორებით გამოწვეული დისბიოზი
• ფუნქციური გასტროინტესტინური დარღვევები: კოლიკა ჩვილებში*, რეგურგიტაცია, ფუნქციური ყაბზობა
• დიარეა
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
*ჩვილების კოლიკის მართვისთვის გამოიყენება პრენატალური პერიოდის ბოლო 4 კვირის განმავლობაში ორსულებში, შემდეგ ახალშობილებში.
რეკომენდებული დოზა 0-2 წლის ასაკში და ორსულებში:ერთი დოზა (6 წვეთი) დღეში ერთხელ. ნეიტრალური არომატის გამო წვეთების მიღება შესაძლებელია ჩვეულებრივად, წყალთან განზავებით ან სხვა სასმელთან, ოთახის ტემპერატურაზე. ჩვილებისთვის, წვეთების შერევა შესაძლებელია სასმელ რძესთან ერთად განსაზღვრული ტემპერატურით (37°C). პროდუქტის შემცველი მომზადებული რძე დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული.
გამოყენების ინსტრუქცია:დაატრიალეთ ხრახნიანი თავსახური საათის ისრის მიმართულებით, სანამ თავსახურში მოთავსებული ფხვნილი არ გადმოიყრება ფლაკონში. კარგად შეანჯღრიეთ ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მოხსენით ბოთლს თავსახური და დაამაგრეთ საწვეთური. საწვეთურით ამოიღეთ პროდუქტი და დალიეთ. ბოთლს დაახურეთ საწვეთური და შეინახეთ მაცივარში. კარგად შეანჯღრიეთ ყოველი გამოყენების წინ.
გაფრთხილებები:პროლაიფი ინფანტი უნდა შეინახოთ გრილ ადგილას (მაქს. 25°C). პირველი გახსნის შემდეგ პროდუქტი უნდა შეინახოთ მაცივარში და გამოიყენოთ 3 თვის (90 დღის) განმავლობაში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი, დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში ამ პროდუქტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
პროლაიფი ინფანტი
საკვები დანამატი
1 ფლაკონი 8მლ, რეზერვუარი თავსახურით და საწვეთურით
ZETA FARMACEUTICI S.p.A.
Via Galvani, 10 - Sandrigo (VI) იტალია
დამზადებული და შეფუთულია ქარხანაში- Via Galvani, 10 Sandrigo (VI) - იტალია
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:შპს „სმარტფარმი“