ფარმაკოლოგიული თვისება: ვაგინალური ფლორის მარეგულირებელი საშუალება ფემინა არის მრავალშტამიანი პრობიოტიკური ფორმულა, რომელიც სპეციალურად შექმნილია ქალთა ჯანმრთელობის გათვალისწინებით, ვაგინოზისა და მისი რეციდივის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის ბუნებრივი პროდუქტი ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე. ფემინა-ში პრობიოტიკური შტამების ასოციაციას შეუძლია განახორციელოს ფართო სპექტრის დამცავი ბარიერი, რომელიც აღადგენს ჯანსაღ ვაგინალურ მიკროფლორას. ფრუქტოოლიგოსაქარიდები აძლიერებენ მიკროორგანიზმების პოტენციალს და ხელს უწყობენ ნაწლავის მიკრობიოტის დაბალანსებას. პერორალური მიღებისას ფემინა აღადგენს ვაგინალურ ბაქტერიულ ფლორას, არეგულირებს pH ოპტიმალურ დონეს, იცავს ორგანიზმს განმეორებითი ვაგინალური ინფექციებისგან და გინეკოლოგიური გართულებისგან.
ჩვენება: ბაქტერიული ვაგინოზის (საშოს დისბიოზი) მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში. ეფექტურია ვაგინალური და საშარდე გზების ინფექციების დროს. მნიშვნელოვნად ათავისუფლებს ვაგინოზთან ასოცირებული სიმტომებისგან, როგორიცაა გამონადენის მომატება, სუნი და ქავილი. დამხმარე თერაპია სოკოს საწინააღმდეგოდ ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა (ნაწლავის დისბაქტერიოზი), მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე კომპონენტის მიმართ.
მიღების წესი და დოზირება: 1 ან 2 კაფსულა დღეში ერთჯერ, ჭიქა წყალთან ან წვენთან ერთად. სასურველია ჭამამდე 30 წუთით ადრე. გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. თუ დოზირება გაურკვეველია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას, არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე, ბავშვებისგან დაცულ ადგილას.