შექმნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღისათვის.
პირის ღრუს სავლები, ავარდენტ კლასიკი შექმნილია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღისათვის. იგი უზრუნველყოფს ლორწოვანის დატენიანებასა და ყოველდღიური კომფორტის შენარჩუნებას.
ძირითადი მახასიათებლები:
• მინანაქრის ზედაპირზე მიკრობული ნადების დაგროვების პრევენცია
• ღრძილის ქსოვილის რეგენერაცია და დაცვა
• ეფექტურია გინგივიტების, სტომატიტების და სხვა ლორწოვანი დაავდებების სამკურნალოდ
შემადგენლობა:
ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი 0,20%; ნატრიუმის ფტორიდი 900ppm; წყალი, სორბიტოლი, პროპილენგლიკოლი, ალოე ბარბადენსის ფოთლის ექსტრაქტი, პოლისორბიტი, თუთიის ციტრატი, გვირილის ექსტრაქტი, პიტნა, ნატრიუმის საქარინი, ასკორბინის მჟავა; ლიმონმჟავა, EDTA (ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა), ბისაბოლოლი.
გამოიყენება:
• მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან
• 6-12 წლამდე ბავშვებში - ექიმის რეკომენდაციით და უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ
• 6 წლამდე ასაკში არ გამოიყენება
გამოყენების წესი:
1. გამოივლეთ ხსნარის 10 მლ (საზომი თავსახურით) დღეში 2-ჯერ, დილას და საღამოს, 14 დღის განმავლობაში პირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენის შემდეგ
2. ხსნარი პირის ღრუში დააყოვნეთ 60 წამის განმავლობაში
3. არ გადაყლაპოთ
4. გამოვლებიდან 30-40 წუთის განმავლობაში არ მიიღოთ წყალი და არ გამოიყენოთ პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალება
5. შეიკავეთ თავი კვებისაგან ხსნარის გამოვლებიდან 30 წუთის განმავლობაში
სიფრითხილის ზომები:
• არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე
• შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ რჩევისთვის ექიმს, თუ შენიშნავთ ლორწოვანის გაღიზიანებას ან უჩვეულო გემოს პირის ღრუში.
შენახვის პირობები:
• შეინახეთ 25 გრადუსამდე ოთახის ტემპერატურაზე
• მოარიდეთ სინათლის პირდაპირ ზემოქმედებას
• არ გაყინოთ
• შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
დისტრიბუტორი:
Swissfarmaco LTD, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
info@swissfarmaco.ch; www.swissfarmaco.ch
მწარმოებელი:
Dan Pharm Ltd., ბეერ-შევა, ისრაელი