კომბინირებული პრეპარატი მეტეორიზმის, ნაწლავთა კოლიკის,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის სამკურნალოდ.
რა არის ალინან ჰეფი?
ალინან ჰეფი ბეიბი არის კომბინირებული პრეპარატი მეტეორიზმის, ნაწლავთა კოლიკის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის სამკურნალოდ.
ძირითადი ნივთიერებები: პრეპარატის ყოველი 1 მლ შეიცავს:
• გვირილის ექსტრაქტი (Chamomile extract) - 50 მგ.
• ბარამბოს ექსტრაქტი (Melissa officinalis) - 10 მგ.
• კამას გასუფთავებული ეთერზეთი (Purified Fennel essential oil) - 0.2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: გაწმენდილი წყალი, გლიცერინი, სორბიტოლი, მჟავიანობის რეგულატორი (ლიმონმჟავა), კამას გასუფთავებული ეთერზეთი, კონსერვანტი (ნატრიუმის ბენზოატი), სტაბილიზატორი (დისოდიუმის ედეტატი).
გვირილის ექსტრაქტი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს მრავალმხრივ და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მცენარეულ სპაზმოლიზურ-ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. გვირილა ამცირებს გლუვი კუნთის სპაზმს კუჭსა და ნაწლავებში, რის შედეგადაც ხდება ნაწლავური კოლიკის შემსუბუქება, შებერილობის დროს დისკომფორტის და ნაწლავებში გაზების დაგროვების შემცირება. კბილის ამოსვლისას ღრძილებში ვითარდება ადგილობრივი ანთება, ხოლო
გვირილის აქტიური კომპონენტები (ბისაბოლოლი, ქამაზულენი, აპიგენინი) ამცირებენ ღრძილის შეშუპებას, ამსუბუქებენ სიწითლეს და ამცირებენ ანთებით რეაქციას, რის შედეგადაც ბავშვი ნაკლებ დისკომფორტს განიცდის.
ბარამბოს ექსტრაქტი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს დამამშვიდებლად, სპაზმოლიზურად და კარამინაციულად (გაზგამომყოფი). ბარამბო ამცირებს გლუვი კუნთის ტონუსს კუჭსა და ნაწლავებში, რის შედეგადაც ხდება კუჭის სპაზმის და მუცლის ტკივილის შემცირება, ნაწლავის კოლიკის შემსუბუქება და ნაწლავური მოტორიკის რეგულირება.
კამას გასუფთავებული ეთერზეთი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედებს ძლიერი კარამინაციული, სპაზმოლიზური და მოტორიკის მარეგულირებელი ეფექტებით. იგი ფართოდ გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე პედიატრიაში (განსაკუთრებით კოლიკის დროს). იგი ამცირებს გაზების წარმოქმნას, აუმჯობესებს გაზების გამოყოფას და ამცირებს მუცლის შებერილობას.
არ შეიცავს სინთეზურ საღებავებს, შაქარს და ალკოჰოლს!
ჩვენება:
• მეტეორიზმი
• სპაზმური ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში
• ახალშობილთა კოლიკები
• საჭმლის მონელების გაძნელება
• ხშირი ამოქაფება და ღებინება
• ძილის დარღვევა ახალშობილებში.
მიღების წესი და დოზირება:
მუცლის კოლიკის დროს (ჭამამდე):
• 0–1 თვე: 6 წვეთი (0.1 მლ), 5–6-ჯერ დღეში.
• 2–3 თვე: 12 წვეთი (0.2 მლ), 5–6-ჯერ დღეში.
• 4–6 თვე: 20 წვეთი (0.35 მლ), 5–6-ჯერ დღეში.
წვეთების მიცემა შესაძლებელია რძესთან ან ჩაისთან ერთად.
ნაწლავური პერისტალტიკის ცვლილების ან კბილების ამოსვლის დროს:
• 4–6 თვე: 2.5 მლ დღეში. ( ნახევარი ჩაის კოვზი )
• 7–12 თვე: 5 მლ დღეში. ( ერთი ჩაის კოვზი )
• 1–3 წელი: 5 მლ ორჯერ დღეში ( ერთი ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში )
უკუჩვენება: არ გამოიყენოთ რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ დღიურ ნორმას, გადაჭარბებულმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
შენიშვნა: პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რის გამოც ბოთლის ფსკერზე შესაძლოა წარმოიქმნას ბუნებრივი ნალექი.
გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ!
შენახვის პირობები: შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე ან ბოთლის ეტიკეტზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: შპს ფიტერმან ფარმა, იასი 700520, რუმინეთი, www.fitermanpharma.ro
მწარმოებელი ქვეყანა: რუმინეთი (EU)
დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „არ დი ფარმა“, მის.: დემეტრე თავდადებულის ქ. N9, თბილისი, 0159, საქართველო.
ტელ.: +995 599 77 00 16; E-mail: info@rdpharma.ge; Web: www.rdpharma.ge