სუდოკრემი - 60გრ დოზის კრემის სახით, გამოიყენება ორგანიზმის დამატებით მხარდასაჭერად. შეფუთვაში - 1 ცალი.
საერთაშორისო დასახელება:
კომბინირებული მედიკამენტი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალებები → ანტისეპტიკური საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
• თუთიის ოქსიდი – 15%, 25%;
• ბენზილის სპირტი – 0.39%;
• ბენზილ ბენზოატი – 1.01%;
• ბენზილ ცინამატი – 0.15%;
• ლანოლინი – 4%.
დამხმარე ინგრედიენტები:
სინთეტიკური ფუტკრის ცვილი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაფინი, მიკროკრისტალური ცვილი, თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი, პროპილენგლიკოლი, ლავანდის ზეთი, სორბიტოლის ოლეინის მჟავას ანჰიდრიდი, ლინალოლის აცეტატი.
ჩვენებები:
სუდოკრემი გამოიყენება:
• ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული კანის გაღიზიანებისა და მაცერაციის დროს;
• ეგზემის დროს;
• ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების, კოლოსტომისა და ილეოსტომის გარშემო კანის მოვლისთვის;
• მსუბუქი და მზისგან გამოწვეული დამწვრობის დროს;
• ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარისა და მოყინული ადგილების დასამუშავებლად;
• ნაწოლების სამკურნალოდ.
გამოყენების წესი და დოზირება:
სუდოკრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თხელი ფენის სახით.
პრეპარატში შემავალი წყალგაუმტარი კომპონენტები ქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც ამცირებს გაღიზიანებას, იცავს კანს და ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს.
კრემი უნდა შეიზილოს ხელის წრიული მოძრაობით მანამდე, სანამ სრულად არ შეიწოვება კანში.
გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.