Mycota cream 25gr #1
Mycota cream 25gr #1

Mycota cream 25gr #1

დიდი ბრიტანეთი

თორნტონ და როსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - UNDECYLENIC ACID; UNDECYLENIC ACID ZINC SALT
მწარმოებელი: Thornton Ross LTD, დიდი ბრიტანეთი
მოქმედი ნივთიერება: უნდეცინის მჟავა+უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 25 გ
1 გ
უნდეცინის მჟავა ....................................... 50 მგ
უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი ......... 200 მგ
ფხვნილი: პოლიეთილენის ქილაში 70 გ
1 გ
უნდეცინის მჟავა ............................ 50 მგ
უნდეცინის მჟავას ცინკის მარილი ........... 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიკოტას გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენებები:
სპორტსმენის ტერფის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ფეხების ქავილი;
ინფექციური ეგზემის, ნეიროდერმიტის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
მიკოტას კრემი დაიტანება კარგად გამშრალებულ, დაზიანებულ არეში დღეში 2-ჯერ. ასევე კრემის მცირე ნაწილი დაიტანება ტერფის თითებს შორის. ფხვნილი მოიფრქვევა დაზიანებული კანის ნაწილზე და წინდებში. სასურველია მიკოტას კრემის და ფხვნილის მოხმარება კომბინაციაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების ალაგებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად - კანის გაღიზიანება.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი ნივთიერებების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
უსაფრთხოება ფეხმძიმობისას და ლაქტაციის დროს დადგენილი არ არის.
განსაკუთრებული მითითებები:
* მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;
* მოერიდეთ თვალებში და ღია ჭრილობაზე კონტაქტს.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
თორნტონ და როსი
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
undecenoic acid+zinc undecenoate
Form
კრემი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
25გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page