გამოიყენება ჩაზრდილი ფრჩხილის, ფრჩხილის გარშემო გაღიზიანების, სიწითლისა და შეშუპების შემთხვევაში.
ფარმანიკის ფრჩხილის ჩაბრუნების საწინ. მალამო
25 გ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: თუთიის ოქსიდი (Zinc Oxide) ‒ 2,5 გ (10%), თეთრი შაბი (Potassium Alum) ‒ 1,25 გ (5%), სალიცილის მჟავა (Salicylic Acid) ‒ 0,5 გ (2%).
დამხმარე სუბსტანციები: ნიგვზის ზეთი (Walnut Oil), თაფლის სანთელი (Beeswax), თაფლი (Honey), ვიტამინ E (Vitamin E), ვაზელინი (Vaseline).
მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, გამშრობი, კერატოლიზური მოქმედება. მალამო არბილებს ჩაზრდილი ფრჩხილის კიდესა და მის გარშემო კანის ზედაპირს, ამცირებს შეშუპებას, ტკივილს, ახდენს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას.
თუთიის ოქსიდი ახდენს გამშრობ მოქმედებას, ამცირებს ანთებას, ქსოვილების გაღიზიანებას, წარმოქმნის დამცავ ბარიერს.
სალიცილის მჟავას აქვს კერატოლიზური მოქმედება, არბილებს კანს და ფრჩხილის გარშემო ქსოვილებს, ამარტივებს ჩაბრუნებული ფრჩხილის კორექციას.
თეთრი შაბი კანის ქსოვილს ოდნავ აშრობს, ამცირებს შეშუპებას ფრჩხილის კიდესთან, აჩერებს სისხლდენას, ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას და ჩირქოვანი ინფექციების განვითარებას.
ვაზელინი და თაფლის სანთელი უზრუნველყოფს მალამოს ერთგვაროვნებას, ამცირებს გაღიზიანებას.
ნიგვზის ზეთს და თაფლს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული თვისებები.
ვიტამინი E ასტიმულირებს ქსოვილების რეგენერაციას და შეხორცებას.
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
- ანტისეპტიკური ხსნარით დაიმუშავეთ ფრჩხილი და მის ირგვლივ ზედაპირი. დაიტანეთ მალამო და შეიხვიეთ სტერილური ბინტით.
- გამოიყენება დღეში ორჯერ, 6-8 სთ-ის ინტერვალით.
- მკურნალობის კურსი 2-3 კვირა.
ინდივიდუალური შეუთავსებლობა მალამოში შემავალი პროდუქტების მიმართ.
მალამოს გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
- ინახება არა უმეტეს 15°C-დან 25°C-მდე ოთახის ტემპერატურის პირობებში, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.