Lispress forte 20mg+12.5mg #20
Lispress forte 20mg+12.5mg #20

Lispress forte 20mg+12.5mg #20

ავსტრია

ჯი ეი ფარმაციუტიკალსი
About Product
ლიზპრესს ფორტე

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ლიზინოპრილს, 12,5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს. დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტენზია.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი მიიღება შიგნით, 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში, კვებისგან დამოუკიდებლად. ლიზინოპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა, თირკმლების გაურთულებელი უკმარისობისას შეადგენს 5-10 მგ დღეში. ლიზპრესს ფორტეს ტაბლეტების საწყისი დოზის მიღების შემდეგ, შეიძლება განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად აღინიშნება პაციენტებში, რომლებმაც დაკარგეს სითხე და ელექტროლიტები შარდმდენებით წინმსწრები მკურნალობის შედეგად.

გვერდითი მოვლენები: მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი, გახშირებული ან არარეგულარული გულისცემა, სისხლძარღვთა სპაზმის გამო, ხელის და ქვემო კიდურების თითების ფერის შეცვლა. ფაღარათი, ღებინება. გულისრევა, მუცლის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ღვიძლის ფუნქციების მაჩვენებლების მომატება, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, მადის დაკარგვა, წყურვილი. კუჭის გაღიზიანება, შეკრულობა. ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეშუპება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის ანთება, ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე. თავბრუსხვევა, გულის წასვლა, თავის ტკივილი. ხასიათის ცვლილება, დეპრესია, მგრძნობელობის დარღვევები, როგორიცაა გაბუჟების შეგრძნება, ჩხვლეტა ან წვა, გემოს დარღვევა, ძილის დარღვევა. ცნობიერების არევა, მოუსვენრობა, ფერების ყვითელ ფერში აღქმა, მხედდველობის გარდამავალი დარღვევა, შფოთვა. მშრალი ხველა. ცხვირის გაჭედვა. ბრონქოსპაზმი, ცხვირის დანამატი წიაღების ანთება, ფილტვებში ალვეოლების ალერგიული ანთება, ფილტვებში ეოზინოფილების დაგროვება, სუნთქვის დარღვევა, ფილტვების ანთების ჩათვლით, ან ფილტვების შეშუპება. კანის გამონაყარი. თმის ცვენა, ჭინჭრის ციება, მომატებული ოფლიანობა, ქავილი, ფსორიაზი, ფსორიაზისმაგვარი კანის გამონაყარი. პემფიგუსი კანზე ბუშტუკებით და ღია წყლულებით, კანის სერიოზული დაავადება აქერცვლით, კანის დაავადება მკრთალი წითელი, ქავანა ლაქებით, მცირე და მასიური სისხლდენა კანქვეშ. ანემია, ძვლის ტვინის ფუნქციის დაქვეითება, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დაქვეითება სისხლში, სისხლძარღვების ანთება, თრომბოციტების დეფიციტი, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, იმპოტენცია. თირკმლების ანთება, თირკმლებიდან შარდის გამოყოფის შემცირება, ან არარსებობა. ანგიონევროზული შეშუპება, კანის მძიმე რეაქციები გაწითლებით და ბუშტუკების წარმოქმნით. აუტოიმუნური დაავადებები, სისხლში შარდმჟავას, გლუკოზის მომატება, შარდში შაქრის მომატება, სისხლში ლიპიდების მომატება. სისხლში კალიუმის, შარდოვანას, კრეატინინის მომატება, როგორც თირკმლის უკმარისობის ნიშანი, ნატრიუმის დაქვეითება, ბილირუბინის მომატება, ურემია. სისხლში ქლორიდების, მაგნიუმის დაქვეითება, გლუკოზის დაქვეითება, კალციუმის მომატება. მინერალური ცვლის დარღვევა, პოდაგრა. მეტაბოლური ალკალოზი, ორგანიზმის სითხის დაკარგვა. კუნთების კრუნჩხვები. ცხელება, მზის სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობა, სარძევე ჯირკვლების ზომაში მატება.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის, სხვა აგფ ინჰიბიტორების და სულფანილამიდების წარმოებულების მიმართ; სისხლის წნევის დამაქვეითებელი პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც შეიცავენ ალისკირენს; თირკმლების ფუნქციის დარღვევა; თირკმლების მძიმე უკმარისობა; ანურია; ანგიონევროზული შეშუპება; ჰემოდიალიზი მაღალ-განვლადი დიალიზური მემბრანების გამოყენებით; ჰიპერკალციემია; ჰიპონატრიემია; პორფირია; პრეკომა, ღვიძლის უკმარისობა; შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები; 18 წლამდე ასაკი; ორსულობა; ლაქტაცია.
Show More
More Info
Brand
ჯი ეი ფარმაციუტიკალსი
Country
ავსტრია
Generic
lisinopril+hydrochlorothiazide
Dose
20მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page