Rilace sanovel plus 20mg+12.5mg #28
Rilace sanovel plus 20mg+12.5mg #28

Rilace sanovel plus 20mg+12.5mg #28

თურქეთი

სანოველი
About Product
საერთაშორისო დასახელება - lisinopril
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები

შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
ლიზინოპრილი --------------- 20 მგ
ჰიდროქლორთიაზიდი ------- 12,5 მგ

ჩვენებები
რილეის – სანოველი პლუსი ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებული ავადმყოფებისათვის, რომლებიც საჭიროებენ კომპლექსურ მკურნალობას.
მიღების წესები და დოზები
ხანგრძლივი მკურნალობისას რილეის-სანოველი პლუსი ინიშნება დღეში 1-2 ტაბლეტი. აღნიშნული დოზა რეკომენდებულია ავადმყოფებში კრეატინინის კლირენსით  30 მლ/წთ. თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას ლიზინოპრილ-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციის მიღება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები
ლიზინოპრილი ხასიათდება კარგი ამტანობით არტერიული ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. გვერდითი მოვლენები ატარებენ მსუბუქ და გარდამავალ ხასიათს.
კლინიკური კვლევების შედეგად ლიზინოპრილით მკურნალობისას გამოვლენილია შემდეგი გვერდითი მოვლენები: ორთოსტატიკური დარღვევები, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ცხელება, ტკივილი სახსრებში, ტკივილი მკერდის არეში, დეპრესია, დაღლილობა, უძილობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ქავილი, გამონაყარი კანზე, გულისრევა, ღებინება. გარდა ამისა იშვიათად აღინიშნება: ტკივილი მუცელის არეში, ყაბზობა, პირის სიმშრალე, ანგიონევროზული შეშუპების გამოვლენა სახეზე, თვალებზე, ტუჩებზე, ენაზე, ხორხზე. (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
ძალიან იშვიათად ადგილი აქვს სისხლში შარდოვანას, კრეატინინის, ღვიძლის ფერმენტების, პლაზმის ბილირუბინის დონის ცვლილებებს. მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ აღნიშნული ცვლილებები ნორმალიზდება. ჰიდროქლორთიაზიდი იწვევს ანორექსიას, გულისრევას, პირღებინებას, ყაბზობას, კუნთოვან სპაზმს.
კლინიკური კვლევებით დადასტურებულია ლიზინოპრილ-ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციისას დამატებითი გვერდითი ეფექტების არარსებობა.
გაუთვალისწინებელი ეფექტების განვითარებისას უნდა ეცნობოს ექიმს.

უკუჩვენება
რილეის-სანოველი პლუსი უკუნაჩვენებია ლიზინოპრილისა და ჰიდროქლორთიაზიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
Show More
More Info
Brand
სანოველი
Country
თურქეთი
Generic
lisinopril+hydrochlorothiazide
Dose
20მგ+12.5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page