ჩვენება: კროშის სიროფი გამოიყენება: მადის გაუმჯობესების, გონებრივი და ფიზიკური პერფორმანსის გაზრდის, იმუნიტეტის ამაღლების მიზნით.
მიღების წესი და დოზირება: მიღების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა. დოზირებისთვის გამოიყენება შეფუთვაში არსებული საზომი ჭიქა. 2-დან 6 წლამდე რეკომენდებულია 2.5მლ დღეში ერთხელ; 6-დან 12 წლამდე-5მლ დღეში ერთხელ; 12 წლიდან ზევით-10მლ დღეში ერთხელ; 2 წლამდე ასაკში, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მიღება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
სიფრთხილის ზომები: მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ. რეკომენდებული არ არის საკვები დანამატის გამოყენება სრულფასოვანი დაბალანსებული კვების ჩანაცვლების მიზნით. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს ნალექს.
შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: სიროფი 100მლ მინის ფლაკონში საზომ ჭიქასთან ერთად.