ფეროდუე ferrodue რკინის ბისგლიცინატის ხელატის წვეთები მარწყვის არომატით სასარგებლო ახალშობილებსა და ბავშვებში რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა-მკურნალობისთვის
შემადგელობა: 1მლ=20 წვეთი; 1 წვ.=რკინის ბისგლიცინატ ხელატი (Fe++) შეესაბამება ელემენტარული რკინის 1მგ-ს. 1 მლ შეიცავს 20მგ ელემენტარულ რკინას. დამხმარე ნივთიერებები: წყალი, ფრუქტოზა, ლიმონმჟავა და ვაშლის მჟავა, ნატურალური არომატიზატორები.
ფეროდუა გახლავთ ახალშობილებისა და ბავშვებისათვის სპეციალურად შექმნილი ფორმულა დანამატების, გლუტეინის, ლაქტოზის გარეშე. რკინა განსაზღრავს სისხლის წითელი უჯრედების და ჰემოგლობინის ნორმალურ ფორმირებას, ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას, ბავშვების ნორმალურ კოგნიტურ განვითარებას, მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში. ფეროდუეში შემავალი რკინა არის მოწინავე ტექნოლოგიით მიღებული რკინის ბისგლიცინატის ხელატი, რომელიც კუჭში მოხვედრისას არ განიცდის ჰიდროლიზს, რკინის იონები პირადაპირ ხვდებიან ენტეროციტში, არ რჩება თავისუფალი Fe++ იონების სახით, რაც გამორიცხავს პრეპარატის მიღბასთან დაკავშირებულ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველ გვერდით მოვლენებს და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. აქვს მაღალი ბიოშეღწევადობის ხარისხი.
რკინადეფიციტური ანემიის რისკ ფაქტორები: დღენაკლული ბავშვები; 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბუნებრივი კვება; ძროხის რძის ადრეული გამოყენება; სწრაფი ზრდის პერიოდი; კუნთოვანი მასის განვითარების პერიოდი; ფიზიკური, გონებრივი გადაძაბვა; მენსტრუალური ციკლის დაწყება; ცუდი კვება.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემია; რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა.
დოზირება და მიღების წესი: გამოიყენება პრეპარატის შეფუთვაში არსებული კალიბრირებული პიპეტი ასაკის, რეკომენდებული დოზის, ან სამედიცინო რჩევის მიხედვით. ფეროდუს მიღება შეიძლება როგორც განზავებით, ასევე განზავების გარეშე-ჭამის დროს. დღიური დოზა: დღენაკლული ბავშვები: 2 წვეთი-კგ წონაზე (სიცოცხლის პირველი თვიდან); ბავშვები 0-12 თვე: 1 წვეთი-კგ წონაზე; 1-3 წელი:10 წვეთი-დღეში; 3-10 წელი: 20 წვეთი-დღეში.
მიღების ხანგრძლივობა 2-3 თვის განმავლბაში. ვეგეტარიანებსა და ჭარბწონიან ბავშვებში რეკომენდებულია დოზის გაზრდა. არ შიცავს ალერგენებს, გლუტეინს, ლაქტოზას.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.