ორდინარი - სახის ფხვნილი-კრემი Sulfur 10% კონცენტრატი
სამგანზომილებიანი მოქმედება
10%-იანი გოგირდის (Sulfur) შემცველობის წყალობით, პროდუქტი ერთდროულად მოქმედებს სამი მიმართულებით:
- სიმაღლე - ამცირებს გამონაყარის რელიეფს
- დიამეტრი - ავიწროებს დაზიანებულ არეს
- სიწითლე - მომენტალურად აცხრობს ანთებით პროცესს
ინოვაციური ფორმულა და ტექსტურა:
- Powder-to-Cream ტექნოლოგია: პროდუქტს აქვს უნიკალური ტექსტურა — დატანისას, თითის დაჭერით, ფხვნილი გარდაიქმნება მსუბუქ ემულსიად, რომელიც შეუმჩნევლად ერწყმის კანს.
- გოგირდი: ფორმულაში გამოყენებულია გოგირდის მცირე ნაწილაკები, რაც უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერების ეფექტურ შეღწევას და მინიმუმამდე დაჰყავს ამ ინგრედიენტისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი
- ნაზი მოქმედება: იდეალურია მგრძნობიარე კანისთვის, რადგან გოგირდი წარმოადგენს აკნესთან ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე რბილ და უსაფრთხო გზას.
უპირატესობები:
- კომპაქტურობა: ფხვნილის ფორმატი აადვილებს პროდუქტის დოზირებას და მოსახერხებელია თან სატარებლად
- შეუმჩნეველი დაფარვა: ემულსია იმდენად მსუბუქია, რომ მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი
გამოყენების ინსტრუქცია და უსაფრთხოების ნორმები:
გაფრთხილება ვერცხლის ნაკეთობებზე: გოგირდმა შესაძლოა რეაქცია მოახდინოს ვერცხლის ზედაპირთან და გამოიწვიოს მისი დაჟანგვა (გაშავება). დატანის წინ აუცილებლად მოიხსენით ვერცხლის სამკაულები, ხოლო გამოყენების შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები
გამოყენების წესი:
- მომზადება - პროდუქტის დატანამდე კარგად გაიწმინდეთ კანი
- აპლიკაცია - მცირე რაოდენობის ფხვნილი დაიტანეთ სუფთა თითზე და წაისვით უშუალოდ პრობლემურ წერტილზე
- დატანა - შეიზილეთ კანში, სანამ ფხვნილი ემულსიად არ გარდაიქმნება. არ ჩამოიბანოთ.
- სიხშირე - დაფარეთ დაზიანებული ადგილი თხელი ფენით დღეში 1-დან 3-ჯერ.
ვინაიდან გოგირდმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ზედმეტი გამოშრობა, დაიწყეთ დღეში ერთი აპლიკაციით. საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად გაზარდეთ სიხშირე 2-3-ჯერ დღეში (ან ექიმის მითითებით). თუ შეამჩნევთ კანის აშრევებას ან სიმშრალეს, შეამცირეთ გამოყენება დღეგამოშვებით
პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის.
აკნეს საწინააღმდეგო სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს გაღიზიანების რისკი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ ერთი საშუალება.
შეზღუდვები: არ გამოიყენოთ დაზიანებულ (ჭრილობის მქონე) კანზე ან სხეულის დიდ მონაკვეთებზე. დაიტანეთ მხოლოდ აკნეს ზონებში