- აქტიური ნივთიერებაა ენალაპრილის მალეატი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ენალაპრილის მალეატს. - სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პრეჟელატი-ნიზირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, რკინის წითელი ოქსიდი (E172), მაგნიუმის სტეარატი.
გამოყენება: ენალაპრილი ნორმონი შეიცავს აქტიურ ნივთიერება ენალაპრილის მალეატს. ის მიეკუთვნება ე.წ. აგფ ინჰიბიტორების (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების) ჯგუფს. ენალაპრილი გამოიყენება: •მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ; •გულის უკმარისობის სამკურნალოდ (გულის ფუნქციის შესუსტება). პრეპარატი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და ხელს უწყობს პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას; •გულის უკმარისობის ნიშნების პრევენციისათვის. ნიშნები მოიცავს ქოშინს, დაღლილობას სუსტი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, როგორიცაა სეირნობა, ან კოჭების და ტერფების შეშუპებას.
მიღების წესი: მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს. •ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების მიხედვით; •არ უნდა მოხდეს დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღება; •ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.
მაღალი არტერიული წნევა: •რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 - 20 მგ ერთხელ დღეში. •ზოგიერთი პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს უფრო დაბალ საწყის დოზას. •რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ ერთხელ დღეში. •მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში.
გულის უკმარისობა: •რეკომენდებული საწყისი დოზაა 2.5 მგ ერთხელ დღეში. •ექიმმა თანდათანობით გაზრდის დოზას, სანამ არ მიიღწევა პაციენტისათვის ოპტიმალური დოზა. •რეკომენდებული ხანგრძლივი დოზაა 20 მგ, ერთ ან ორ დოზად მიღებული. •მაქსიმალური ხანგრძლივი დოზაა 40 მგ დღეში, გაყოფილი ორ დოზად. თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტები მედიკამენტის დოზა იცვლება თირკმლის ფუნქციის მიხედვით: •თირკმლის ზომიერი პრობლემები: 5 მგ - 10 მგ დღეში; •თირკმლის მძიმე პრობლემები: 2.5 მგ დღეში; •დიალიზზე მყოფი პაციენტები: 2.5 მგ დღეში. როცა არ კეთდება დიალიზი, დოზა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაბალია სისხლის წნევა.
ხანდაზმული პაციენტები: დოზას განსაზღვრავს ექიმი თირკმლის ფუნქციის მიხედვით. ბავშვებში გამოყენება ენალაპრილის გამოყენების გამოცდილება მაღალი წნევის მქონე ბავშვებში შეზღუდულია. თუ ბავშვს შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა, დოზა უნდა გამოითვალოს ბავშვის წონისა და სისხლის წნევის მიხედვით. ჩვეულებრივ საწყისი დოზებია: •20 კგ-დან 50 კგ-მდე: 2.5 მგ დღეში; •50 კგ-ის ზემოთ: 5 მგ დღეში. დოზა შეიძლება შეიცვალოს ბავშვის საჭიროების მიხედვით: •მაქსიმალური დღიური დოზა 20 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 20 კგ-დან 50 კგ-მდე: წონის ბავშვებში. •მაქსიმალური დღიური დოზა 40 მგ დღეში შეიძლება გამოყენებულ იქნას 50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში. მედიკამენტი არ არის რეკომენდებული ახალშობილებში (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და თირკმლის პრობლემების მქონე ბავშვებში.
შენახვის წესი: დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ინახება 30C-ის ქვემოთ. ინახება ორიგინალური შეფუთვით ნესტისაგან დასაცავად.