შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: ფენაზონი 45,52 მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 11,38 მგ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის თიოსულფატი, 96%-იანი ეთანოლი, გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გლიცერინი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყურის დაავადებების სამკურნალო კომბინირებული პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით.
ჩვენებები: შუა ყურის მწვავე ანთება, ყურის ანთება როგორც გრიპის გართულება, ყურის ბაროტრავმა.
დოზირება და მიღების წესი: მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისთვის. 3-4 წვეთი გარეთა სასმენ მილში დღეში 2-3 ჯერ ჩასაწვეთებლად. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ფლაკონის ხელით გათბობა. დროპლექსის გამოყენების ხანგრძლივობა - არაუმეტეს 10 დღე.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ყურის სხვა ადგილობრივ საშუალებებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა 30 წუთიანი ინტერვალების დაცვალ.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტი დარწმუნდეს დაფის აპკის მთლიანობაში.
მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ ახდენს გავლენას მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
ორსულობა და ძუძუთი კვება: შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზირება: არ არსებობს მონაცემები ჭარბი დოზირების შესახებ.
გარეგნული სახე და შეფუთვა: ყურის წვეთები. გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ხსნარი. 15 მლ პოლიეთილენის ფლაკონ-საწვეთური, დახურული პოლიეთილენის თავსახურითა და ხრახნიანი დამცავი რგოლით. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 28 დღის განმავლობაში.