Coripren tab 10mg+10mg #28
Coripren tab 10mg+10mg #28

Coripren tab 10mg+10mg #28

იტალია

რეკორდატი
-10% Extra With VISA Card
About Product
შემადგენლობა

შემოგარსული ტაბლეტები: 28ც
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი......................10 მგ
ენალაპრინის მალეატი ...........................................10 მგ
1 ტაბ.
ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი......................10 მგ
ენალაპრილის მალეატი ...........................................20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, პოვიდონი-K30, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, რკინის ყვითელი ოქსიდის საღებავი, ქინოლინი.
ჩვენებები
საშუალო და ზომიერი სიმძიმის ესენციალური ჰიპერტენზია.
ესენციალური ჰიპერტენზიის მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც არ ხერხდება არტერიული წნევის კორეგირება მხოლოდ ენარაპრილით, რომელიც ავადმყოფს ეძლევა დოზით 10-მგ.
შესაძლებელია მონო თერაპია ლერკანიდიპინი 20 მგ-ით და ფიქსირებული კომბინაციით კორიპრენი 10/10 ან 10/20.
არ ღირს პრეპარატის მიღება არტერიალური ჰიპერტენზიის საწყისი ეტაპის თერაპიისათვის.

მიღების წესები და დოზები
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ არაუმცირეს 15 წუთით ადრე ჭამამდე, სასურველია დილით, დაუღეჭავად, წყლის საკმაო რაოდენობით მიყოლებით. არ შეიძლება პრეპარატის მიღება გრეიფრუტთან ერთად.
პაციენტები, რომელთა არტერიული წნევა არ ემორჩილება 10 მგ ლერკანიდიპინით ადექვატურ კორექციას, გადაყვანილნი უნდა იქნან ან 20 მგ დოზირებაზე, ან 2 კომპონენტის კომბინაციაზე, რომლებიც შედიან კორიპრენის 20 მგ-10 მგ შემადგენლობაში.
თვითეული ავადმყოფისათვის საჭიროა ინდივიდუალური დოზირების შერჩევა. შესაბამისი კლინიკური პირობების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გადართვა მონო თერაპიიდან პრეპარატების ფიქსირებულ კომბინაციაზე.
ხანდაზმულ პაციენტები: დოზა დამოკიდებულია თირკმელების ფუნქციის მდგომარეობაზე. ბავშვები და 18 წლის ასაკის მოზარდები: დღეისათვის არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით 18 წლის ასაკამდე ბავშვებსა და მოზარდებში, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში რეკომენდებული არ არის.
მოხმარება თირკმელების დარღვეული ფუნქციის პირობებში
კორიპრენი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევით (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) და პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან. განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვაა საჭირო პაციენტების მკურნალობის დროს საწყის სტადიაში, რომლებსაც უვლინდებათ მსუბუქი და საშუალო ხარისხით გამოხატული ღვიძლის უკმარისობა.
უკუჩვენება
- ლერკანიდიპინისადმი, ენალაპრილისადმი, დიჰიდროპირიდინული რიგის სხვა წარმოებულებისადმი, ან პრეპარატის სხვა ნებისმიერ კომპონეტისადმი, ამფ ინჰიბრიტორებისადმი და კალციუმის არხების დიჰიდროპირიდინული ბლოკატორებისადმი და მოცემულ სამკურნალო საშუალებაში შემავალი სხვა კომპონენტისადმი ზემგრძნობელობა;
- ფეხმძიმობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მიწოდების დარღვევისას, აორტის შესართავის სტენოზის ჩათვლით;
- გულის არაკორეგირებადი უკმარისობა;
- არასტაბილური სტენოკარდიის დროს;
- გადატანილი მიოკარდის ინფარქტის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში;
- თირკმლების, უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი წუთში 30 მლ-ზე ნაკლებია) ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტების ჩათვლით;
- ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს;
- CP3A4 ძლიერი ინჰიბრიტორების, ციკლოსპორინების, გრეიფრუტის წვენის მიღებისას – ანამზებში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას ამფ გამოწვეული ინჰიბიტორების მიღების დროს;
- ანამნეზში შეშუპების ეპიზოდების არსებობისას (იდიოპათიური, მემკვიდრეობით);
- ფეხმძიმობა და ძუძუთი კვების პერიოდი:შვილის გაჩენი უნარის მქონე ქალები, რომლებიც არ სარგებლობენ საიმედო კონტრაცეპტივებით;
- 18 წლამდე ასაკი(ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);
- ლაქტოზის აუტანლობის მემკვიდრეობითი სინდრომი, მალაბსორბციის სინდრომი.
სიფრთხილით:
ენალაპრინით ჰიპერტონიის მკურნალობის დროს საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ავადმყოფებს:
- გამოხატული ჰიპოტონიით, 90 მმ ვწყ.სვ ნაკლები სისტოლური წნევით;
- დეკომპენსირებული გულით.
ალკოჰოლი: საჭიროა მოვერიდიოთ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღებას, რადგანაც ის იწვევს ვაზოდილატატორების ეფექტის პოტენცირებას.

ორსულობა და ლაქტაცია
არ მიიღება ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.
Show More
More Info
Brand
რეკორდატი
Country
იტალია
Generic
lercanidipine+enalaprile
Dose
10მგ+10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page