Elyrno tab 10mg+10mg #30
Elyrno tab 10mg+10mg #30

Elyrno tab 10mg+10mg #30

სლოვენია

კრკა
About Product
აქტიური ნივთიერება: lercanidipine, enalapril maleate
ელირნო არის აგფ-ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხის ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) ფიქსირებული კომბინაცია. ეს ორი პრეპარატი ახდენს არტერიული წნევის დაწევას.
ელირნო გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ პაციენტებში, რომლებშიც არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით. ელირნო გამოიყენება ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობისათვის.
არ მიიღოთ ელირნო:
- თუ გაქვთ ალერგია ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ
- თუ გაქვთ ალერგია ელირნოსთან მჭიდროდ დაკავშირებულ პრეპარატებზე (მაგ. ამლიდიპინი, ფელოდიპინი, ნიფედიპინი, კაპტოპრილი, ფიზონოპრილი, ლიზინოპრილი, რამიპრილი)
- თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია თავი შეიავოთ ელირნოს გამოყენებისაგან ორსულობის ადრეულ ეტაპზე
- თუ გაწუხებთ ზოგიერთი გულის დაავადება
თუ იღებთ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა:
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი)
- მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგ, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი)
- ანტივირუსული საშუალებები (მაგ. რიტონავირი)
- თუ იმავდროულად იღებთ ციკლოსპორინს
- გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად
- თუ ოდესმე გქონიათ ანგიოშეშუპება (სახის, ტუჩების, ენის და/ან ხორხის, ხელების და ტერფების შეშუპება), მემკვიდრეობითი ან განვითარებული ადრე ჩატარებული აგფ-ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ
- თუ გაქვთ მემკვიდრეობითი მიდრეკილება ქსოვილების შეშუპებისადმი ან თუ გქონიათ ქსოვილების შეშუპება უცნობი მიზეზით (მემკვიდრეობითი ან იდიოპათიური ანგიოშეშუპება).
ორსულობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ ელირნოს მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს ელირნოს ნაცვლად. ელირნო რეკომენდებული არ არის ადრეული ორსულობისას და არ გამოიყენება ორსულობის 3 თვის შემდეგ, ვინაიდან ამ პერიოდში გამოყენებისას შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს.
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 25რC-მდე.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, ტენისაგან დაცულ ადგილას
სამკურნალო პრეპარატის გაცემის წესი
გაიცემა სამედიცინო რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
კრკა
Country
სლოვენია
Generic
lercanidipine+enalaprile
Dose
10მგ+10მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page