Citramonum P tab #10
Citramonum P tab #10

Citramonum P tab #10

Russia

ურალბიოფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - acetylsalicylic acid, paracetamol, caffeine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პულმონოლოგია → გაციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები → პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

1 ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 0.24 გ-ს,
პარაცეტამოლს _ 0.18 გ-ს,
კოფეინს _ 0.03 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: კაკაო, ლიმონმჟავა, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი.

ჩვენებები
ტკივილის სინდრომი: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, ნევრალგია, ართრალგია, მიალგია.
ციების სინდრომი: მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად (ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ) _ 1 ტაბლეტი 4 სთ-ში ერთხელ. ტკივილის სინდრომის დროს _ 1_2 ტაბლეტი. საშუალო სადღეღამისო დოზაა 3_4 ტაბლეტი, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 8 ტაბლეტი. მკურნალობის კურსია არა უმეტეს 7_10 დღია.
პრეპარატი არ გამოიყენება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, როგორც ანალგეზური საშუალება და 3 დღეზე მეტხანს, როგორც სიცხის დამწევი საშუალება (ექიმის დანიშნულებისა და მეთვალყურეობის გარეშე).

გვერდითი მოვლენები
გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკურობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ალერგიული რეაქციები, ტაქიკარდია, მომატებული არტერიული წნევა, ბრონქოსპაზმი.
ხანგრძლივი გამოყენებისას _ თავბრუხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ყურებში შუილი, ჰიპოკოაგულაცია, ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან, ღრძილებიდან და სხვა), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რეიეს სინდრომი ბავშვებში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, `ასპირინულია ასთმა, ჰემოფილია, ჰემორაგიული დიათეზი, ჰიპოპროთრომბინემია, პორტული ჰიპერტენზია, K ვიტამინის დეფიციტი, თირკმლის უკმარისობა, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი, გამოხატური არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე გულის იშემიური დაავადება, გლაუკომა, მომატებული აგზნებადობა, ძილის დარღვევა, ქირურგიული ჩარევები სისხლდენით, 15 წლამდე ასაკი (ვირუსული დაავადებების ფონზე ჰიპერთერმიის დროს რეიეს სინდრომის რისკის გამო).
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს (I და III ტრიმესტრები) და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი.
სასწრაფო ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში საჭიროა ექიმის წინასწარი ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ.
ციტრამონი-პ სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების, პოდაგრის დროს.
Show More
More Info
Brand
ურალბიოფარმი
Country
Russia
Generic
paracetamol+acetylsalicylic acid+coffein+citric acid
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page