ენის ქვეშ დასადები ტაბლეტირებული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მეთილკობალამინს, მეთილფოლატს და P5P (ვიტამინ B6-ს)
ენის ქვეშ დასადები ტაბლეტირებული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს მეთილკობალამინს, მეთილფოლატს და P5P (ვიტამინ B6-ს)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება (თითოეული ტაბლეტი):
ვიტამინ B6 0.5 მგ
ვიტამინ B12 1000 მკგ
ფოლიუმის მჟავა 400 მკგ
დამხმარე ნივთიერებები:
იზომალტი (E953), ცელულოზა (E460), პოლივინილპოლიპიროლიდონი (E1202), პოლივინილპიროლიდონი (E 1201), ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები (E470b), სტევია
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მეთილკობალამინი ვიტამინ B12-ის აქტიური ფორმაა. ვიტამინ B12 მოქმედებს როგორც კოფაქტორი ორი ფერმენტისთვის, მეთიონინის სინთაზასთავის და L-მეთილმალონილ-CoA მუტაზასთვის. მეთიონინის სინთაზა ხელს უწყობს ჰომოცისტეინის გარდაქმნას უცვლელ ამინომჟავად მეთიონინად. მეთიონინი საჭიროა S-ადენოზილმეთიონინის წარმოქმნისთვის, რომელიც წარმოადგენს მეთილის უნივერსალურ დონორს თითქმის 100 სხვადასხვა სუბსტრატისთვის, მათ შორის დნმ, რნმ, ცილები და ლიპიდები. L-მეთილმალონილ-CoA მუტაზა გარდაქმნის L-მეთილმალონილ-CoA-ს სუქცინილ-CoA-დ მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავას - პროპიონატის მეტაბოლიზმის პროცესში. ვიტამინ B6 წყალში ხსნადი ვიტამინია, ერთ-ერთი B ვიტამინების ჯგუფიდან. ვიტამინ B6 წარმოადგენს კოფაქტორს 140-ზე მეტ უჯრედულ რეაქციაში, რომელიც ძირითადად დაკავშირებულია ამინომჟავების ბიოსინთეზთან და კატაბოლიზმთან, მაგრამ ასევე მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ბიოსინთეზსა და სხვა ფიზიოლოგიურ ფუნქციებში. ფოლატი საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ფოლიუმის მჟავა, რომელსაც ასევე ეწოდება ვიტამინ B9, შედის B ვიტამინების ჯგუფში. ფოლიუმის მჟავა საჭიროა ორგანიზმისთვის დნმ-ის და რნმ-ის შესაქმნელად და უჯრედების გასაყოფად აუცილებელი ამინომჟავების მეტაბოლიზმისთვის. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმში არ წარმოიქმნება ფოლატი, მისი მიღება საჭიროა საკვებთან ერთად, რაც აქცევს მას შეუცვლელ საკვებ ნივთიერებად.
ჩვენება:
● ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების ნორმალურ ფორმირებას.
● ხელს უწყობს ენერგიის წარმოქმნის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
● ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს.
● ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
● ხელს უწყობს დაღლილობისა და გადაღლის შემცირებას.
● მონაწილეობს უჯრედების გაყოფაში.
● ხელს უწყობს ამინომჟავების ნორმალურ სინთეზს.
უკუჩვენება:
● მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
● არ არის განკუთვნილი 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად.
მიღების მეთოდი:
- რეკომენდებულია დღე-ღამეში ერთი ტაბლეტის მიღება.
- შეიწოვება ენის ქვეშ. ტაბლეტი უნდა გაიჩეროთ ენის ქვეშ მის გაწოვამდე.
- რეკომენდებულია 11 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის.
დღე-ღამეში მისაღები დოზა:
ვიტამინ B6(პირიდოქსინის სახით) - 0.5 მგ (1 ტაბლეტი); 35.71 (% NRV*)
ვიტამინ B12(კობალამინის სახით**) - 1000 მკგ(1 ტაბლეტი);40.000 (% NRV*)
ფოლიუმის მჟავა(მეთილფოლატის სახით***) - 400 მკგ(1 ტაბლეტი);200 (% NRV*)
* NRV (Nutrient Reference Value): დღე-ღამის განმავლობაში საკვები ნივთიერებების მოხმარების საკონტროლო მნიშვნელობა
** გამოყენებულია მეთილკობალამინი (მეკობალაქტივი).
მეკობალაქტივი არის Healthtech Bio Actives-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
***გამოყენებული იქნას როგორც მეოთხე თაობის ფოლატი (კვატრეფოლიკი).
კვატრეფოლიკი არის Gnosis-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი.
ვარგისობის ვადა: 36 თვე
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ მშრალ ადგილზე 25°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
უსაფრთხოების ზომები:
● რეკომენდებული არ არის მითითებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება
● საკვები დანამატი არ ცვლის ნორმალურ კვებას.
● კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე დაავადებების არსებობის შემთხვევაში ან პრეპარატების მიღებისას.
● არ არის პრეპარატი. არ გამოიყენება დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის.
● შეიცავს დამატკბობელს.
● ჭარბი მოხმარება შეიძლება იწვევდეს საფაღარათო მოქმედებას.
მწარმოებელი:
Natuwell Sağlık Ürünleri A.Ş.
ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17
უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი
საწარმოო ობიექტი:
VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.
ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4
ბეილიკდუზუ/სტამბოლი/თურქეთი
მწარმოებელი ქვეყანა:
თურქეთი (ვიტამინ B12 - ესპანეთი, ფოლიუმის მჟავა - იტალია)