Atacand tab 8mg #28

Atacand tab 8mg #28

შვედეთი

ასტრაზენეკა
-10% Extra With VISA Card
About Product
აქტიური ნივთიერება

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას კანდესარტანის ცილექსეტილს 8 მგ ან 16 მგ - ს .

დამხმარე ნივთიერებები

კალციუმის კარმელოზა ( კარმელოზას კალციუმის მარილი ), ჰიპროლოზა ( ჰიდროქსიპროპილცელულოზა), საღებავი რკინის ოქსიდი წითელი E 172, ლაქტოზას მონოჰიდრატი , მაგნიუმის სტეარატი , სიმინდისსახამებელი , მაკროგოლი .

აღწერა

ატაკანდი 8 მგ : ღია ვარდისფერი , ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები , ნაზოლით , ერთ მხარესამოტვიფრულია A/CG , ხოლო მეორე მხარეს – 008.

ატაკანდი 16 მგ : ღია ვარდისფერი , ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები , ნაზოლით , ერთ მხარესამოტვიფრულია A/CH , ხოლო მეორე მხარეს – 016.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ანგიოტენზინ II- ის რეცეპტორების ანტაგონისტი .გამოყენების ჩვენებები

არტერიული ჰიპერტენზია

გულის ქრონიკული უკმარისობა და მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის დარღვევა ( მპგფ < 40%)ანგიოტენზინ - გარდამქმნელი ფერმენტის ( აგფ ) ინჰიბიტორებთან ერთად დამატებითი თერაპიის სახითან აგფ ინჰიბიტორების აუტანლობისას ( იხ . “ ფარმაკოდინამიკა ”).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კანდესარტანის ცილექსეტილის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალისხვა კომპონენტების მიმართ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ( იხ . “ ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ”).

ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა და / ან ქოლესტაზი .

სიფრთხილით : თირკმლების გამოხატული უკმარისობის ( კრეატინინის კლირენსი 30 მლ / წთ - ზენაკლები ), თირკმლის არტერიის ორმხრივი სტენოზის ან ერთადერთი თირკმლის არტერიის სტენოზის ,აორტული და მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზის მქონე პაციენტებში ,ანამნეზში თირკმლების გადანერგვის შემდეგ , ცერებროვასკულარული დაავადებებისა და გულისიშემიური დაავადებების , ჰიპერკალიემიის მქონე პაციენტებში , იმ პაციენტებში , რომლებსაცაღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება , პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი (კლინიკური გამოკვლევებით საკმარისი მონაცემები არ არსებობს ), ჰიპერტროფული კარდიომიოპათია , 18წლამდე ასაკი ( ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის ).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობა

ადამიანის ემბრიონს თირკმლების სისხლით მომარაგების სისტემა , რომელიც დამოკიდებულია რენინ -ანგიოტენზინ - ალდოსტერონის სისტემის განვითარებაზე , უყალიბდება ორსულობის მეორე ტრიმესტრში .ამგვარად , რისკი ნაყოფისათვის იზრდება ატაკანდის დანიშვნისას ორსულობის მეორე და მესამეტრიმესტრებში . პრეპარატებმა , რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ რენინ - ანგიოტენზინ - ალდოსტერონისსისტემაზე , შეიძლება გამოიწვიონ ნაყოფის განვითარების დარღვევა ან უარყოფითი ზეგავლენამოახდინონ ახალშობილზე ლეტალურ შედეგამდე პრეპარატის ორსულობის მეორე და მესამეტრიმესტრებში გამოყენებისას .ლაქტაციის პერიოდი

ამჟამად არ არის ცნობილი აღწევს თუ არა კანდესარტანი დედის რძეში . ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებზეშესაძლო არასასურველი მოქმედების გამო , ატაკანდი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში .

გამოყენების წესი და დოზები

ატაკანდი გამოიყენება დღე - ღამეში ერთჯერ საკვების მიღების მიუხედავად .
Show More
More Info
Brand
ასტრაზენეკა
Country
შვედეთი
Generic
candesartan cilexetil
Dose
8მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page