ARKORELAX STRESS CONTROL tab #30
ARKORELAX STRESS CONTROL tab #30

ARKORELAX STRESS CONTROL tab #30

საფრანგეთი

არკოფარმა
About Product
შემადგენლობა: ყოველი 2 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული გინსენგის ფესვის ექსტრაქტი-300მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტი-180მგ; ვიტამინი B6-1,4მგ; მაგნიუმი-60მგ. ყოველი 3 ტაბლეტი შეიცავს: სიბერიული გინსენგის ფესვის ექსტრაქტი-450მგ; როდიოლას ფესვის ექსტრაქტი-270მგ;
ვიტამინი B6-2,1მგ; მაგნიუმი-90მგ. მაგნიუმის გლიცეროფოსფატი, ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი-მიღებული სიბერიული გინსენგის ფესვის ექსტრაქტიდან, რადიოლას ფესვის ექსტრაქტი, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ვიტამინი B6, ცხიმოვანი მჟავის დიგლიცერიდები, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, კალციუმის კარბონატი-სპირულინას და ვაშლის კონცენტრატი. ტიტანის დიოქსიდის გარეშე.

ჩვენება: ARKORELAX სტრესის კონტროლი-ინოვაციური ფორმულა აერთიანებს ორ ადაპტოგენურ მცენარეს, ასევე შეიცავს მაგნიუმსა და ვიტამინ B6-ს, რომელიც ეხმარება პაციენტს უკეთესად მართოს სტრესული სიტუაციები. რადიოლა ხელს უწყობს გონებრივ და ფიზიკურ სიჯანსაღეს, სიბერიული გინსენგი ემოციურ სტაბილურობას.

გამოყენების წესები: დაშვებულია 15 წლიდან. სტრესის დროს, რეკომენდებულია დღეში ორი ტაბლეტის მიღება დილაობით.
უფრო ინტენსიური სტრესის დროს (მაგალითად, მოახლოებული გამოცდები, სამსახუროებრივი სტრესი): დასაშვებია დღიურად 3 ტაბლეტის მიღება (2 დილით, 1 საღამოს).
არ მიიღება საღამოს 5 საათის შემდეგ. მნიშვნელოვანია პაციენტმა დაიცვას რეკომენდებული დოზები. საკვებ-დანამატს არ შეუძლია ჩაანაცვლოს ბალანსირებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
პროდუქტი არ იწვევს შეჩვევას. მისი ფორმულა არ შეიცავს ტიტანიუმის დიოქსიდს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

გამოშვების ფორმა: ტაბელტი #30.

შენახვის წესი: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ და გრილ ადგილას.

მწარმოებელი: კომპანია არკოფარმა. არკოფარმა დაარსდა 1980 წელს, ექიმ რომბის მიერ. 1982 წელს არკოფარმამ პირველმა წარადგინა მცენარეული საკვები დანამატი კაფსულის ფორმაში. კომპანიამ 1985 წელს პირველმა აითვისა ნედლეულის კრიოგენური დაფქვის მეთოდი, ხოლო 1986 წელს აღიარებულ იქნა საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

1997 წელს არკოფარმას სრული ასორტიმენტი მოიცავდა ფიტოპრეპარატებს და გახდნენ ლიდერები ფიტოთერაპიაში.

არკოფარმას პროდუქცია იწარმოება საფრანგეთში, კაროსში, ზღვისპირა ალპებში. კომპანია აკონტროლებს ყველა ეტაპს: ნედლეულის მოპოვებას, მის გადამუშავებას და წარმოებას.
არკოფარმას აქვს ექსკლუზიური ფორმულაცია: მწვანე ფორმულაცია, რაც მოიცავს რომ პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალური წარმოშობის აქტიურ ინგრედიენტს, არის ვეგანური და აგლუტენური, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე, სადავო ინგრედიენტების, კონსერვატებისა და საღებავის გარეშე. შემავსებლის რაოდენობა მაქსიმალურად შემცირებულია და ძირითადად გამოიყენება მცენარისგან მიღებული დაუმუშავებელი შემავსებელი.
Show More
More Info
Brand
არკოფარმა
Country
საფრანგეთი
Generic
Siberian ginseng+rodiola+vit B-6+magnesium
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page