ალზეპილი გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პირებში, რომელთაც დასმული აქვთ ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი.
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას - 5მგ დონეპეზილის ჰიდროქლორიდს.
გამოიყენება დემენციის სიმპტომების სამკურნალოდ პირებში, რომელთაც დასმული აქვთ ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დიაგნოზი. ამ პრეპარატმა შეიძლება გააუმჯობესოს მეზსიერება და აზროვნება. გამოიყენება მხოლოდ მოზრდილ პაციენტებში.
ყოველთვის გამოიყენეთ ალზეპილი ექიმის მიერ დანიშნული მითითებების შესაბამისად.
ალზეპილის მიღება ხდება შიგნით, საღამოს, დაძინებამდე, წყლის დაყოლებით. დასაშვებია ალზეპილის გამოყენება საკვებისგან დამოუკიდებლად, ვინაიდან საკვები არ მოქმედებს მის ეფექტურობაზე.
ჩვეულებრივ, საწყისი დოზა შეადგენს: დღეში ერთხელ 5მგ. ერთი თვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ პრეპარატის 10მგ ყოველ საღამოს. მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 10მგ.
პრეპარატის გამოყენების წესისა და დროის თაობაზე ყოველთვის დაიცავით ექიმის დანიშნულება. არ შეცვალოთ დოზა დამოუკიდებლად ექიმის დანიშნულების გარეშე და არ შეწყვიტოთ ტაბლეტების გამოყენება ექიმის რჩევის გარეშე.
ტაბლეტების გამოყენების ხანგრძლივობის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს ექიმი. ის შეგატყობინებთ, თუ როდის შეყვიტავთ ტაბლეტების გამოყენებას. დაავადების სიმპტომების შეფასებისა და მკურნალობის მიმდინარეობის კონტროლის მიზნით, პერიოდულად უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30 C ტემპერატურის პირობებში.
პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.