Alo vis Gel eye drops 10ml fl #1
Alo vis Gel eye drops 10ml fl #1

Alo vis Gel eye drops 10ml fl #1

იტალია

ომისან ფარმაციუტკლსი
About Product
ალოვის გელი
Alovis gel
(ჰიალურონის მჟავა 0.30%, ალოე ვერა)
თვალის წვეთები
რქოვანას დამატენიანებელი და რეგენერაციული საშულება

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავა 0.30%, ალოე ვერას გელი, დინატრიუმის ედეტატი, იზოტონური ხსნარი PH-7.2. არ შეიცავს კონსერვანტებს (ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმერასოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონონტებს).
ოფთალმოლოგიური, საპოხი, დამატენიანებელი, დამამშვიდბელი სტერილური ბუფერული ხსნარი ჰიალურონის მჟავით და ალოე ვერას გელით. რეკომენდირებულია მშრალი, გადაღლილი და გაღიზიანებული თვალისთვის, თავსებადია ყველა სახის კონტაქტურ ლინზასთან ერთად. ატენიანებს და ამშვიდებს თვალს; პოხავს და იცავს თვალს სიმშრალისგან; გამოიყენება ყველა სახის კონტაქტურ ლინზებთან ერთად; გააჩნია გახანგრძლივებული მოქმედება (არის გელის სტრუქტურის); აქვს დოზირების კომფორტული რეჟიმი (დღეში ერთხელ 1 წვეთი). გამოიყენება ჰომეოპათიურ მკურნალობასთან ერთად

ჩვენებები: გარემო ფაქტორებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება (მზის სხივები, ქარი, მტვერი, კონდიციონერი, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა . შ); თვალის წვა და ქავილი (უცხო სხეულის შეგრძნება თვალში); ალერგიული კონიუქტივიტი; მშრალი თვალის სინდრომი; რქოვანას ტრამვა (ქირურგიული ჩარევა); კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება; საცრემლე აპკის არატრამვული ცვლილებები; თვალის სტრესი (კომპიუტერის და ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენება, განათების არახელსაყრელი პირობები, ავტომობილის ღამით მართვა და ა.შ).

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი: გამოიყენება თითო წვეთი დღეში ერთხელ ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით ან ექიმის დანიშნულებისამებრ). კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის დააწვეთეთ 2-3 წვეთი ლინზაზე გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გამოშვების ფორმა: 10მლ სტერილური ფლაკონი საწვეთურით.

ვარგისიანობის ვადა: ვარგისია გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.

მწარმოებელი: ომისან ფარმაცეუტიცი (OMISAN farmaceutici), იტალია.
Show More
More Info
Brand
ომისან ფარმაციუტკლსი
Country
იტალია
Generic
hyaluronate sodium+aloe vera
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page