Actinits spray 100ml N1

Actinits spray 100ml N1

თურქეთი

აქტიველ ილაკი
About Product
დასახელება - აქტინისი (ტილების) სპრეი 100მლ #1

ჩვენებები: აქტინისი სპრეი ნაჩვენებია თავის ტილების (Pediculus capitis) და წილების მოსაშორებლად.
გამოყენების ინსტრუქცია:
შეამოწმეთ მშრალი თმა ნაწილ-ნაწილ თმის ტილების არსებობაზე კოლოფში წვრილკბილიანი ტილების საწინააღმდეგო სავარცხლის საშულებით.
სპრეი თმიდან დაშორებული უნდა იყოს დაახლოებით 10 სმ-ით. თანაბრად დაასხურეთ საკმარისი რაოდენობის აქტინისის ხსნარი მშრალ თმაზე. დარწმუნდით, რომ თავის კანი სრულად დაიფარა სითხით.
განსაკუთრებით კარგად შეიზილეთ ყურების უკანა მიდამოებთან.
გამოყენების შემდეგ თმა დაივარცხნეთ აქტინისის სპეციალური სავარცხლის გამოყენებით, მკვდარი ტილების და წილების მოსაშორებლად.
გაიშრეთ თმა ბუნებრივად:
- არ შეიხვიოთ თავი.
- არ გამოიყენოთ თმის საშრობი.
დაიტანეთ საკმარისი რაოდენობის შამპუნი პირდაპირ მშრალ თმაზე. კარგად შეიზილეთ შამპუნი, შემდეგ დაიბანეთ წყლით (არ გამოიყენოთ ცივი წყალი). გაიმეორეთ დაბანის პროცედურა.
სველი თმა საფუძვლიანად ჩამოივარცხნეთ აქტინისის ტილების საწინააღმდეგო სავარცხლით, ტილების და წილების მოსაშორებლად. სავარცხელი გაასუფთავეთ რეგულარულად.
მკურნალობის ან პროფილაქტიკის მიზნით პროცედურის განმეორება დასაშვებია 7 დღის შემდეგ.
• აქტინისი სპრეის გამოყენება შესაძლებელია უსაფრთხოდ 6 თვის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: შესაძლებელია გამოყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში, რადგან აქტინისის სპრეის მოქმედი ნივთიერებები არ შეიწოვება კანის მიერ.
სიფრთხილის ზომები: განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. კანზე სიწითლის, აშრევების ან გაღიზიანების შემთხვევაში მიმართეთ კანის ექიმს. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალებთან კონტაქტს. თუ მოხდა თვალთან კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლის ჭავლით.
უკუჩვენება: პროდუქტი არ გამოიყენება პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში.
შენახვისპ ირობები: შეინახეთ კოლოფში 150C - 250C-ზე. მოარიდეთ პროდუქტი აალებად გარემოს. მოქმედების ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
აქტიველ ილაკი
Country
თურქეთი
Generic
Cyclopentasicloxane+dimethicone
Form
სპრეი
Quantity
1
Volume
100მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page