გრიპი და გაციება
Blog
Categories
Pharmadepot web and application get Trust Mark
arrow
Before pregnancy
arrow
Mother and Baby
arrow
promo
arrow
Take care of your health
arrow
Cold and Flu
Immunity
Selfcare
arrow

გრიპი და გაციება

Cold and Flu
08.10.2024
undefined

გრიპი და გაციება ორივე ვირუსული ინფექციაა, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული და ხშირად იჩენს თავს. ისინი სიმპტომების მსგავს სიას მოიცავს, როგორიცაა ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე. თუმცა, გრიპი, როგორც წესი, უფრო მძიმეა და შესაძლოა ჯანმრთელობის მეტად სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

რა განასხვავებს გრიპსა და გაციებას?

The girl is coughing, the girl is standing on a yellow background and is wearing warm clothes, she has a cold.

მიუხედავად იმისა, რომ გრიპი და გაციება ზოგიერთ სიმპტომს იზიარებს, მათი სიმძიმე განსხვავებულია. 

 

სიმპტომების სიმძიმე : გაციებას მსუბუქად გამოხატული სიმპტომები ახასიათებს, როგორიცაა ცხვირის გაჭედვა, ხველა, ტემპერატურა, მსუბუქი დაღლილობა, ცემინება. 

გრიპი კი ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, სხეულის ძლიერი ტკივილით,ზოგადი სისუსტით. 

 

სიმპტომების სიმძიმე : გაციება იშვიათად იწვევს გართულებებს, ხოლო გრიპს ჯანმრთელობის ძლიერი გაუარესება ახასიათებს.

 

სიმპტომების სიმძიმე : გაციების ხანგრძლივობა როგორც წესი 7 დღეზე ნაკლებია, მაშინ როცა გრიპის - უფრო ხანგრძლივი და გამოჯანმრთელების პროცესი რთული.

გაციების სიმპტომები და მკურნალობა

The girl is lying on the sofa, she is sick, she has a cold or the flu

გაციების სიმპტომები ხშირად იწყება მსუბუქი ნიშნებით, როგორიცაა: ცემინება, ცხვირის გაჭედვა, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა. თუმცა შესაძლოა გადაიზარდოს შედარებით რთულ ფორმაში, ამიტომ  სწორად შერჩეული მედიკამენტებით შესაძლებელია მისი ეფექტური მართვა. 

 

  • ცხვირიდან გამონადენი 

გაჭედვა ან გამონადენი ვლინდება ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ეფექტური საშუალება პრობლემის   გადასაჭრელად არის ცხვირის სპეი, ის მომენტალურად აღადგენს სუნთქვას და ხსნის დისკომფორტს. შეგიძლიათ გამოიყენოთ - რინომარისის სპრეი, იგი  ხსნის შეშუპებას ცხვირის ღრუში. ასევე ოტრივინის სპრეი მენთოლით და ევკალიპტით, რომელიც სუნთქვის აღდგენასთან და გამონადენის შეჩერებასთან ერთად, ატენიანებს გამომშრალ და გაღიზიანებულ ცხვირის ღრუს. რეკომენდირებულია ერთი შესხურება თითოეულ ნესტოში 3-ჯერ დღეში.

 

აქვე გაითვალისწინეთ, რომ ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მათზე შეჩვევას (7 დღეზე მეტ ხანს). 

 

დაზიანებული ლორწოვანის აღსადგენად საუკეთესო ვარიანტია  ტეტესეპტის ცხვირის სპრეი, რომელიც კვებავს და ატენიანებს ცხვირის ღრუს, მასში შემავალი ზღვის წყალი კი  არ იწვევს მედიკამენტზე შეჩვევას ხანგრძლივი გამოყენების შემდეგაც. 

 

  • ყელის ტკივილი  

დამეთანხმებით, რომ ერთ-ერთი უსიამოვნო სიმპტომია, რომლის გამომწვევიც შეიძლება იყოს ბაქტერიებით გამოწვეული ინფექცია, ასევე ხველის შედეგად გაღიზიანება. მედიკამენტოზური სახით შეიძლება მიიღოთ საწუწნი ტაბლეტები, როგორიცაა დოქტორ მიულერის საწუწნი აბები, რომლის შემადგენლობაშიცაა ვიტამინი C და სალბი , ის ხელს უწყობს  სასუნთქი გზების ნორმალურ ფუნქციონირებას და  ტოვებს სიგრილის სასიამოვნო შეგრძნებას პირის ღრუში. ყელის ძლიერე ტკივილისა და გაძნებელი ყლაპვის დროს შეგიძლიათ მიიღოთ დორიტრიცინის ტაბლეტები, დღეში რამდენჯერმე 1-2 საწუწნი ტაბლეტი. გაითვალისწინეთ, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი დღის განმავლობაში.

 

ტაბლეტის ნაცვლად შეგიძლიათ ყელის სპრეის გამოყენება, საუკეთესო შედეგისთვის გირჩევთ ტეტესეპტის ყელის სპრეი სამმაგი ეფექტით. იგი ამსუბუქებს ყელის ტკივილს, ხველით გამოწვეულ გაღიზიანებას, ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის აღდგენას.

ბავშვებში, გაციების საწყის ეტაპზე მიიღება დოქტორ მიულერის ჩაი, მედიკამენტი მცენარეული შემადგენლობით  ამშვიდებს ყელს და იცავს სასუნთქ სისტემას.

 

  • ტემპერატურა

გაციებას ხშირად ახლავს ტემპერატურის მატება, ასეთ დროს შეგიძლიათ კომბინირებული მედიკამენტები გამოიყენოთ, როგორიცაა გაციების ჩაი, მაგალითად, ტერაფლუს ჩაი. იგი მოხსნის სიმპტომებს, შეამცირებს ცრემლდენას და სურდოს, დაწევს ტემპერატურას. მედიკამენტი გამოიყენება 12 წლიდან, 2-3 ჯერ დღეში, პრეპარატის მიღება შეიძლება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა ძილის წინ მიღებისას.

 

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი ეფექტი ახასიათებს ჰერბექსის ჩაის, მიიღება 15 წლიდან 1 პაკეტი ყოველ 4 საათში, არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში.

 

The girl pours medicinal syrup on the spoon.
  • ხველა

გაციებისას ხველა იწყება მსუბუქი ფორმით და დროთა განმავლობაში ძლიერდება. იგი შეიძლება იყოს როგორც მშრალი, ასევე სველი (ნახველიანი), რაც დამოკიდებულია სასუნთქი გზების მდგომარეობაზე.

 

გაციების საწყის ეტაპზე ხველა  არის მშრალი, გამაღიზიანებელი და ძლიერი. ამის მიზეზია ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება. იგი ღამით მეტად იჩენს თავს, რაც ხელს უშლის ძილს.

 

მშრალი ხველისას შეგიძლიათ მიიღოთ მედიკამენტი ტაბლეტის სახით,  როგორიცაა 

ტეტესეპტის ხველის საწინააღმდეგო კანფეტი, იგი გამდიდრებულია პიტნისა და ფიჭვის ეთერზეთებით, ამშვიდებს ყელსა და ხახას. 

 

სიროფის სახით შეგიძლიათ მიიღოთ - კოვონიას მშრალი და შემაწუხებელი ხველის მიქსტურა.

 

გაციებასთან დაკავშირებული სველი ხველა, როგორც წესი, მსუბუქი ან ზომიერი ფორმით ვლინდება და დიდხანს არ გრძელდება. სიმპტომების შესამცირებლად გამოიყენეთ კოვინიას ამოსახველებელი მიქსტურა, მედიკამენტი ამსუბუქებს  ხველისა და ყელის ტკივილის სიმპტომებს. 

 

ტაბლეტირებული სახით შეგიძლიათ მიიღოთ ბრონქოდილის ტაბლეტი, თითო აბი 3-ჯერ დღეში.

გრიპის სიმპტომები

The girl is sick and has a high temperature

გრიპი, ვირუსული ინფექციაა, რომელიც სწრაფად ვითარდება და ახასიათებს მკვეთრი სიმპტომები. ის ხშირად უეცრად იწყება და უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე გაციება.

 

გრიპის ძირითადი სიმპტომებია:

მაღალი ტემპერატურა  – გრიპის დროს ტემპერატურა სწრაფად იზრდება და შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ძალიან ძლიერი დაღლილობა – პაციენტები ხშირად განიცდიან უეცარ და ძლიერ სისუსტეს, რომელიც რამდენიმე კვირას შეიძლება გაგრძელდეს.

კუნთებისა და სახსრების ტკივილი – გრიპის ერთ-ერთი გამორჩეული სიმპტომია ტკივილი მთელ სხეულში, რაც ძალიან შემაწუხებელია.

თავის ტკივილი – ძლიერი თავის ტკივილი ხშირია გრიპის დროს.

მშრალი ხველა – თავდაპირველად გრიპს თან ახლავს მშრალი ხველა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ნახველიან ხველაში.

ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი – მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმპტომი უფრო ხშირია გაციების დროს, გრიპსაც შეიძლება თან ახლდეს ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი.

გრიპის მკურნალობა

Medicine, glass, person drinks medicine.

გრიპის მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებაზეა მიმართული, რადგან ვირუსული ინფექციის განკურნება კონკრეტული ანტიბიოტიკებით შეუძლებელია.

 

სასურველია დასვენება – პაციენტს უნდა მიეცეს საკმარისი დრო დასვენებისთვის და ენერგიის აღდგენისთვის, რათა ორგანიზმმა ვირუსს წინააღმდეგობა გაუწიოს.

სითხეების მიღება – გრიპის დროს ორგანიზმი ადვილად კარგავს სითხეს (გამომდინარე ოფლიანობისა და მაღალი ტემპერატურისგან), ამიტომ მნიშვნელოვანია წყლის, ჩაის და სხვა სითხეების მიღება.

ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევი საშუალებები –   პარაცეტამოლი და იბუპროფენი ხშირად გამოიყენება სიცხის დასაწევად, თავის და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად.

ანტივირუსული პრეპარატები – თუ გრიპი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ან პაციენტი მაღალი რისკის ჯგუფშია (ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები), შეიძლება დაინიშნოს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ვირუსის გავრცელებას აფერხებენ. (ექიმის რეკომენდაციით)

ცხვირის სპრეები და ხველის სიროფები – სიმპტომების შესამსუბუქებლად ასევე გამოიყენება ცხვირის გამხსნელი საშუალებები და ხველის სიროფები.

გრიპის პრევენცია

ვაქცინაცია: გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს.

ხელების ხშირი დაბანა: ხელს უშლის ვირუსების გავრცელებას.

სამედიცინო ნიღბის გამოყენება: ვირუსული ინფექციების გავრცელების პერიოდში ნიღბის ტარება კარგი პრევენციული ზომაა.

როგორ გავაძლიეროთ იმუნური სისტემა გრიპისა და გაციების დროს?

Medicines, vitamins, minerals, medicine bottle,

გრიპისა და გაციებისას საგრძნობლად სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა, ამიტომ აუცილებელია მიიღოთ ვიტამინები და მინერალები, რათა ხელი შეუწყოთ ორგანიზმს სწრაფ აღდგენაში.

 

იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ ბენეს იმუნიტეტის კაფსულები, იგი ვიტამინებთან (D3, C) და მინერალებთან (სელენი,თუთია) ერთად ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას,იცავს უჯრედებს და აძლიერებს მათ. მიიღება 11 წლის ასაკიდან , თითო ტაბლეტი დღეში. ასევე იმუსანი ც -  ოპლექსი შეიცავს იმუნური სისტემისათვის საჭირო ნივთიერებებს, აღნიშნული კომპონენტები კი თანაბრად მიეწოდება ორგანიზმს რამდენიმე საათის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს გახანგრძლივებულ ეფექტს. დღის განმავლობაში მიიღება 1 ტაბლეტი შესაბამისი ოდენობის სითხის მიყოლებით.

შეჯამება

გრიპი და გაციება, ფართოდ გავრცელებული და სიმპტომებით მსგავსი ვირუსული ინფექციებია. გრიპი, როგორც წესი უფრო მძიმე და ხანგრძლივი დაავადებაა. გაციება კი უფრო მსუბუქი და მარტივად სამართავია სწორად შერჩეული მედიკამენტებით. როგორც გრიპის, ასევე გაციების დროს ძალიან მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება, რათა ხელი შეუწყოთ ორგანიზმს სწრაფ აღდგენაში. გრიპისა და გაციების პრევენციის მიზნით რეკომენდირებულია ვაქცინაცია, ხელების რეგულარული დაბანა და სამედიცინო ნიღბის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ვირუსების გავრცელების რისკს.

Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page