ჩვენებები: ავთვისებიანი სიმსივნით გამოწვეული ჰიპერკალციემია; ძვლოვან ქსოვილთან დაკავშირებული სიმპტომების პროფილაქტიკა (პათოლოგიური მოტეხილობები, ხერხემლის სვეტის კომპრესია, ქირურგიული ჩარევების და სხივური თერაპიის შემდგომი გართულებები ან ჰიპერკალციემია ავადმყოფებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით, ძვლების დაზიანებით). უკუჩვენებები:
პრეპარატი ზომეტა ინფუზიისათვის უკუნაჩვენებია ორსულებში და მეძუძურ დედებში, ასევე პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ მგრძნობელობის მნიშვნელოვანი მომატება ზოლედრონის მჟავის, სხვა ბისფოსფონატების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ზომეტის გამოყენების გამოცდილება ორსულობის დროს, ეს პრეპარატი არ შეიძლება რეკომენდებული იყოს მოცემული კონტინგენტის პაციენტებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლობა აღემატება რისკს ნაყოფისათვის.
*ამჟამად ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ზოლედრონის მჟავა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში ზომეტის მიღება არ შეიძლება. აფთიაქიდან გაცემის პირობები: